ფეისბუქგვერდ „ტკბილ ხარ შენ უფალო“-ს მიერ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელით სავარაუდო თაღლითობასთან დაკავშირებით „კვირაზე“ გამოქვეყნებულ სტატიას, გვერდის ადმინისტრატორი მარიამ ტალახაძე გამოეხმაურა.
ის საკუთარი ქმედების გამართლებას ბუნდოვანი არგუმენტებით შეეცადა.
როგორც ტალახაძე აცხადებს, მას აღნიშნული პოსტის განთავსების სურვილი, მას შედმეგ გაუჩნდა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო ნახა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძის დედა ოჯახის სიდუხჭირეზე საუბრობდა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელზეც მარიამ ტალახაძე საუბრობს 2014 წელს არის გადაღებული, ანწუხელიძის დედა გასული წლის 18 ნოემბერს გულის ინფარქტით გარდაიცვალა.
ტალახაძის მტკიცებით, საბანკო ანგარიშზე, რომელიც მან ანწუხელიძეების ოჯახის დახმარების მოწოდების ტექსტს დაურთო, მხოლოდ 73 ლარია დარიცხული. რამდენად შეესაბამება ტალახაძის მიერ დასახელებული ციფრი ანგარიშზე არსებული თანხის რეალურ ოდენობას გაურკვეველია.
ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ „ტკბილ ხარ შენ უფალო“-ს გვერდზე განთავსებული პოსტის შემდეგ ანწუხელიძის ოჯახის დახმარების სურვილს უამრავი ადამიანი გამოთქვამს. სავარაუდოდ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მითითებულ ანგარიშზე გარკვეული ოდნების თანხები ჩარიცხა.
გვერდის ადმინისტრატორი გამოქვეყნებული რეზონანსული სტატიის შემდეგ „კვირას“ სტატიის წაშლის თხოვნით დაუკავშირდა და განმარტა, რომ მისი მხრიდან ეროვნული გმირის სახელით თაღლითური ქმედების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
უფრო მეტიც, ტალახაძე საკუთარი საქციელის გამართლებას თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან შეეცადა და სოციალურ ქსელში აღნიშნული პოსტის თვითნებურად განთავსების გამო ბოდიშიც მოიხადა.'
http://kvira.ge/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9...%E1%83%90/'
მიმაგრებული სურათი