#45796930 · 27 Sep 2015, 23:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DeeplyTroubledIntellectual
QUOTE | QUOTE 6. ვაჟა მთავრიშვილს უცნაური პოლების გახსნისთვის [234 ] [99.00%]
|
ხომ გითხარით ომი მომგებიანი უნდა იყოს. მე არაფერი გამაჩნია და მე ომი რომც მომიგოთ ვერაფერს იხეირებთ. თუ რუსებისა, ამერიკელებისა, თურქებისა, აზერბაიჯანლებისა და სომხებისა გეშინიათ (რაც სავსებით გასაგებია) მაშინ იქნებ ნაურუს მაინც ვეომოთ აფხაზეთის ცნობისთვის და იქნებ მაგას მაინც მოვერიოთ. ჰა>!
ცნობისთვის ნაურუს რესპუბლიკა (ნაურ. Ripublik Naoero, ინგლ. Republic of Nauru, გამოითქმის /næˈuː.ɹuː/, ასევე ცნობილია როგორც „სიამოვნების კუნძული“) — ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკა იმავე დასახელების მარჯნის კუნძულზე წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ფართობით 21,3 კმ² და მოსახლეობით 10 084 ადამიანი[1] (2011). ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი ქვეყანაა მოსახლეობისა და მიწის ფართობის მიხედვით. ის ასევე ყველაზე მცირე არა-ევროპული ქვეყანაა (ფართობით) და ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში ოფიციალური დედაქალაქის გარეშე. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1968 წელს.
კუნძული ნაურუ მდებარეობს 42 კმ-ში ეკვატორის სამხრეთით. უახლოესი კუნძული ბანაბა მდებარეობს 288 კმ-ში აღმოსავლეთით და ეკუთვნის კირიბატის რესპუბლიკას.
სახელმწიფო შედის ერთა თანამეგობრობაში. 1999 წლის 14 სექტემბერს ნაურუს რესპუბლიკა მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ნაურუ — წყნარი ოკეანის თანამეგობრობის სამდივნოს და წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის წევრია.
ქვეყნის წარსული სიმდიდრის უდიდესი ნაწილი კუნძულის უხვი ფოსფატის საბადოებიდანაა. სუპერფოსფატი გამოიყენება როგორც სასუქი მთელ მსოფლიოში და მისი მთავარი მომწოდებელი ავსტრალიაა. ფოსფატის საბადოების გამოფიტვის შემდეგ ნაურუს მომავალი საკმაოდ ბურუსითაა მოცული. 1990-იან წლებში ნაურუმ სცადა შემოსავლის ახალი წყარო გაეჩინა საკუთარი თავის საგადასახადო სამოთხედ გამოცხადებით, თუმცა ამ წამოწყებას ბოლო 2004 წლის ივლისში მოეღო. ნაურუზე ამჟამად დაკავების ცენტრია განლაგებული, რომელშიც ავსტრალია თავშესაფრის მთხოვნელ ემიგრანტებს აგზავნის, სანამ ისინი საჭირო გამოძიებას და მომზადებას გაივლიან კონტინენტზე შესაშვებად (ე.წ. „პაციფიური გადაწყვეტის“ პოლიტიკა).
|