#43953551 · 6 Mar 2015, 00:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ თემას ვხსნი იმ იმედით რომ ახალგაზრდა და უფროსი თაობა დაინტერესდეს და აღორძინდეს ეს უნიკალური ასე ვთქვათ დარგი. დღესდღეობით სულ უფრო და უფრო ვშორდებით ჭეშმარიტებას და ამით ერთმანეთსაც ვშორდებით. სულ უფრო ხშირია ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა და აქედან გამომდინარე ფსიქიური დაავადებები. რასაც მოსდევს ფიზიკური დაავადებები და ასე შემდეგ. ამ თემით დაინტერესებული ვარ უკვე მეორე წელია. წინა წელს ერთმა კეთილმა ადამიანმა მაჩუქა ერთი ფუტკრის ოჯახი და ამ წლსაც მპირდება კიდევ ორ ოჯახს. ამ ზამთარს გადავიკითხ უამრავი ლიტერატურა და სტატია. გარდა ამისა თავად დავამზადე 20 ხის სკა და თუ ყველაფერი კარგად იქნბა ოცივე ოჯახს მომავალწლამდე შევავსებ. მოკლედ ჩემს შესახებ, მრავალი წელია ვცხოვრობ უკრაინაში ასევე რამდენიმე წელი ვიცხოვრე ევროპაში. ვმუშაობდი საკმაოდ პრესტიჯულ სამსახურში მაგრამ ეს ბოლო 1.5 წელი თავი დავანებე ამ ყველაფერს და ვფიქრობ მეფუტკრეობაზე... თუ ვინმეს ექნება სურვილი ამ თემის ირგვლივ დისკუსია, ძალიან მოხარული ვიქნები არამარტო მე, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც შემთხვევით წაიკითხავს. მეფუტკრეობა მარტო თაფლის მოპოვებას და მის რეალიზაციას არ ნიშნავს, არამედ იგი აკეთილშობილებს ადამიანს და წარმოაჩენს მის ყველა დადებით მხარეს. მეფუტკრეების უმრავლესობა რომლებსაც მე ვიცნობ არის კეთილი, მხიარული და მშვიდი ხალხი. გარდა ამისა მეცნიერულად დიდი ხანია ცნობილია რომ მეფუტკრეების დიდი ნაწილი დიდხანს ცოცხლობს და არის ჯანმრთელი. ასევე, მათ არ ახასიათებს მავნე ჩვევები, როგორიცაა მაგალითად სიგარეტი ან ალკოგოლი. ეკონომიკური თვალსაზრისით კი მეფუტკრეობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. საშუალოდ თაფლი შაქარზე 10-ჯერ ძვირია. მისი ექსპორტი საქართველოდან მართალია სუსტია მაგრამ თუ ხალხი მასიურად მიჰყვა ამ საქმეს, დიდი ფინანსური შემოსავლის წყაროა. და ბოლოს ეკოლოგიური მხარე. რაც მეტი ფუტკარი იქნება მით მეტი იქნება მცენარეთა დამტვერვა და გაუმჯობესდება ეკოლოგია. გარდა ფუტკრის ყოლისა საჭიროა სხვადასხვა გარეული მცენარეების დარგვა ხელოვნურად, როგორიცაა მაგალითად ცაცხვი, წაბლი მინდვრისყვავილები და ა.შ. ამ წელს შევიძინე 15 კილო სხვადასხვა მინდვრის ყვავილი და ვაპირებ დაახლოებით 2 გექტარ მიწაზე მათ დათესვას. მასშტაბურად რომ წარმოიდგინოს ადამიანმა რა დიდი საქმეა მეფუტკრეობა ალბად ბევრი დაფიქრდებოდა ამ საკითხზე, მაგრამ სად სცალია ხალხს ამისთვის, პოლიტიკა, პუტინი უკრაინის ომი ამერიკა და ეს უაზრო დომხალი გვიტრიალებს თავის კოლოფში და მოსვენებას არ აძლევს აზრს დამშვიდდეს, და დაფიქრდეს ამ სიტყვებზე; კაცი მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე ყოველს დღესა შენს თავს ჰკითხე აბა მე დღეს ვის რა ვარგე... გთხოვთ მხოლოდ თემის ირგვლივ....
|