სიკვდილი - ამოუწურავი თემა დასაწყისისა და დასასრულის გარეშე. არსებობის ჰიპერკუბი.
დამეთანხმებით არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელაც არ უფიქრია ამ სიტყვის მნიშვნელობა/რაობაზე. მეც თავიდან ესე დავიწყე,ერთხელ, ორჯერ... არ მეგონა თუ ეს შეჩვევას იწვევს... თავიდან გაუცნობიერებლად ვფიქრობდი ამ საკითხზე. ვხედავდი რომ ჩემს გარემოცვაში ხალხი კვდებოდა და პირველად მაშინ მივხვდი სიკვდილის გარდაუვალობას. მერე რელიგიური შეხედულებები გავიგე სიკვდილის შესახებ. შემდეგ ათესიტური და ა.შ. ამ თემატიკაზე ფიქრი თანდათან ხშირდებოდა და ფონად სდევდა ყრუ. ამოუცნობი შიში. როგორც კი საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი (ეს კი არცისე იშვიათად ხდებოდა), რაზეც არ უნდა მეფიქრა ნებით თუ უნებლიედ, ფიქრის ყველა მდინარე, ყველა ნაკადი მიემართებოდა ერთი კალაპოტისაკენ -
ფიქრი სიკვდილზე. ფიქრი სიკვდილზე თანდათან გადაიქცა ყველაფრის ლოგიკურ დასასრულად, იქნებოდა ეს სამსახური, პირადი ურთიერთობები, შეხედულებები ყველა სფეროზე და ა.შ. სიკვდილი გახდა ყველაფრის ლოგიკური დასასრული. შიშიც თანდათან, უფრო და უფრო ყრუ და უფერული ხდებოდა. თითქოს სიკვდილი ხდებოდა სახლი, თავშესაფარი. მაგ: ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეიძლება სიკვდილით. ვიმეორებ - ნებისმიერის. ალბათ ზოგმა თქვენგანმა იფიქრა: "ჰო აბა რა, ნებისმიერის, თვითონ სიკვდილის გარდა". აი მე კი სიკვდილს პრობლემად, ნეგატივად, საშიშად, მტკივნეულად და ა.შ. არ/ვერ/ვეღარ
აღვიქვამ. აღქმადობაზე მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა რაღათქმა უნდა. ამის აღწერა დიდ დროს წაგვართმევს. დრო კი სიკვდილის მხარესაა...
ალბათ გიჩნდებათ კითხვები და მოსაზრებები თემის გახსნასთან დაკავშირებით. ლოგიკურია, მაგრამ ავღნიშნავ რომ თემა არ გამიხსნია იმისთვის რომ ვითხოვო დახმარება,რჩევა ან გავცე დახმარება,რჩევა. უბრალოდ მინდა ერთი სერიოზული (ნუ კაი ჰო, ვისთვის როგორ) თემა მეც გავხსნა სანამ სიკვდილს შევუერთდები. ბოლო-ბოლო სიკვდილი ხომ იმ რეალობის დასასრულია, რომელსაც ჩვენი ტვინები აღიქვამს. ისე, ადრე ერთი ჩვევა მქონდა: ვწერდი ჩემს ფიქრებს ფურცლებზე და რანდომ გამვლელებს ვაძლევდი. აი ეხლა კი საშუალება მაქვს რამოდენიმე ადამიანს ერთად გავუზიარო ეს (მიუხედავად იმისა გადაყრიან,შეინახავენ თუ ერთჯერადად გამოიყებენ ამ ნაწერს). თქვენ გადაწყვიტავთ გააგრძელებთ თუ შეწყვიტავთ კითხვას.
ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მძაფრად ვგრძნობ რომ სიკვდილს ვუახლოვდები. ვერ აგიხსნით რატომ, რა მიზეზით ვგრძნობ ამას. ფიზიკურად აშკარად არამიშავს. აი შიგნით კი, ყველაფერი პირიქითაა. სიკვდილის აღარ მეშინია, პირიქით, მინდა ეს (გათვითცნობიერებულად). ვფიქრობ რომ ჩემი დრო ამოიწურა. მინდა ეს, რომ ჩემი დრო ამოიწურა. ზოგიერთი თქვენგანი (ვინც კითხვა განაგრძო) იფიქრებთ რომ სუსტი ვარ და რაღაცეებს გავურბი. მინდა გითხრათ რომ არა არის ეგრე. წარმოიდგინეთ რომ სტუმრად ხართ. თავიდან გიხარიათ, გართობთ ეს. ახალი ხალხი, ახალი გარემო, ახალი მოვლენები და ა.შ. დრო გადის და გრძნობთ რომ სახლში გინდათ. ალბათ ნაცნობი გრძნობაა ხომ?! ჰოდა მეც სახლში მინდა. არ ვიცი სადაა ჩემი სახლი მაგრამ. აქ რომ არაა ამაში დარწმუნებული ვარ. კი, შესაძლებელია... შესაძლებელია რომ ადაპტირების პრობლემა მაქვს ნერვულ/ფსიქოლოგიურ ნიადაგზე... მაგრამ შესაძლოა არც. შესაძლოა დროზე ადრე დავბერდი, შეიძლება არც. მაგრამ ესეც ხომ პირობითია...
დროის სვლასთან ერთად ყველაფერი ერთი დიდი დასასრულისკენ მიემართება. დასასრული კი დასაწყისია.
აქ დროებით ვწყვეტ ჩემს საუბარს სიკვდილზე და ადგილს გითმობთ თქვენ. დაწერეთ თქვენი აზრები, გრძნობები სიკვდილის შესახებ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შენიშვნა: ეცადეთ თქვენი პოსტები მიმართული იყოს თქვენი პირადი მოსაზრებების/გრძნობების გადმოსაცემად სიკვდილის შესახებ და არა გასაკრიტიკებლად/გამოსასწორებლად ჩემი მოსაზრებების/გრძნობებისა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «