მოკლედ მხოლოდ და მხოლოდ ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა მაიძულებს ამ ტელეფონის გაყიდვას.
თემის დასაწყისშივე დავწერ რომ ძალიან ბევრი იქნებით ვისაც შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს არც ტელეფონი და არც ფასი. აქედანვე მოგმართავთ, შეინახეთ თქვენი სიბრძნეები თქვენთვის, ისედაც ბევრი მაქვს მოსმენილი და ახალს ვერაფერს დაწერთ

ესეიგი.... ტელეფონი არის ნაღდი კორეული, ნაყიდი მაქვს 2008 წლის სექტემბერში. იმის მერე ვარ ამ ტელეფონის ამაყი და ერთგული მფლობელი.
აქვს მთლიანი კომპლექტაცია, ყუთი, დისკები, პასპორტი, მანუალი, დამტენი, დოკი და დაჟე 2008წლის დროინდელი "საგარანტიოც" ყუთში მდებია

)
ტელეფონი არის ზე, ზე, ზე იდეალურ მდგომარეობაში, როგორც ტექნიკურად, ისე ვიზუალურად. +ამას ემატება ისიც რომ არის 7წლის წინანდელი და ბევრ 5თვის ნაყიდ iphone და გალაქსი 6ზე კარგ მდგომარეობაშია.
ნალაპარაკებია სულ ~330 საათი
არასდროს ქონია პრობლემა, შესაბამისად ნარემონტალ-ნაპაიკარი არ არის

)
ტელეფონის ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მატერიალური ფონის გათვალისწინებით, 1500 ეროვნული, გაუფასურებული ლარი. რაც დაახლოებით 600$ია. ამ ფასად, ჩინეთშიც კი არ იყიდება გადაწყობილ-გადმოწყობილ, დარეფარბიშდებული ეს მოდელი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ამ ფასად 3 აიფონს ვიყიდი", "რა დროს ეს ტელეფონია" და მსგავსი რაღაცეები, მილიონჯერ მაქვს მოსმენილი და კიდე ნუ გამიმეორებთ, გადადით სხვა თემაში, გაუფრთხილდით თქვენს და ჩემს დროს და ნერვებს.







If you ride like there's no tomorrow, there won't be.
____________________________________________
The Pain You Feel Today, Will Be The Strength You Feel Tomorrow!