ავსტრალიის სამეფო კომისიის წინაშე დაკითხვისას "იეჰოვას მოწმეების" ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი ჯეკსონმა აღიარა, რომ ბავშვების გაუპატიურების პრობლემა მათ ორგანიზაციაშიც არსებობს და რომ ორგანიზაციის პოლიტიკა არ იყო სათანადო ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამ პროცესზე მხოლოდ ავსტრალიაში 1950 წლიდან დღემდე პედოფილიის ბრალდება 1006 "იეჰოვას მოწმის" წინააღმდეგ იყო წარდგენილი, მაგრამ "იეჰოვას მოწმების" კრების უხუცესებს პოლიციისთვის არცერთი საქმე უცნობებიათ, ხოლო პედოფილიაში ბრალდებული "თანამორწმუნეები" დადებითი რეკომენდაციით სხვა კრებებში გადაჰყავდათ. ავსტრალიის სამეფო კომისიამ "იეჰოვას მოწმეების" ორგანიზაციას აღნიშნული ქმედება მისივე მცირეწლოვანი წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ გულგრილობასა და უსიყვარულობაში ჩაუთვალა.
https://www.youtube.com/watch?v=sjm-sVauCjc&feature=share This post has been edited by Msajuli777 on 28 Sep 2015, 06:45