#45805150 · 28 Sep 2015, 22:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მსოფლიო ბანკის კვლევა: „კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში საქართველო 23 საფეხურით დაწინაურდა“
• მსოფლიო ბანკმა მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობას 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს. მსოფლიო მმართველობის ექვსივე ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები მზარდია და ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექვსივე კატეგორიაში 2014 წელს ფიქსირდება.
• კვლევის თანახმად, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში 2014 წელს საქართველოს მაჩვენებელი 75,5%-ს აღწევს, მაშინ, როდესაც 2012 წელს მხოლოდ 64,1% იყო. 2012 წლის შემდეგ საქართველო 23 საფეხურით დაწინაურდა და 209 ქვეყანას შორის 52-ე ადგილს იკავებს. ის წინ უსწრებს ევროპის ბევრ ქვეყანას, მათ შორის, სლოვენიას, პოლონეთს, ესპანეთს, ლიტვას, ლატვიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, მაკედონიას, მონტენეგროს, იტალიას, თურქეთს, რუმინეთს, სერბეთს, საბერძნეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, ბელარუსს, ალბანეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას.
• კორუფციასთან ბრძოლის ინდექსი აფასებს საფრთხეებს, თუ რამდენად ცდილობს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ ძალაუფლების გამოყენებას და მოიცავს როგორც მაღალ, ისე დაბალ კორუფციას.
• მსოფლიო ბანკის კვლევა მსოფლიო მასშტაბით ათობით ავტორიტეტულ წყაროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ასევე, მთავრობებთან დაკავშირებული ათასობით ექსპერტის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს ეყრდნობა.
|