პატიმრობა არ იქნება, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება ( ანუ პოლიციას ხალხის შარდი მაინც აინტერესებს), იქნება ჯარიმები მხოლოდ. თუმცა არ კონკრეტდება ჯარიმა რომ არ გადაიხადონ მაშინ, მე გეტყვით - პატიმრობა
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...ers-mkhars.htmlპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელის ზომის შემსუბუქებას უჭერს მხარს
14:05 29-09-2015
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელის ზომის შემსუბუქებას უჭერს მხარს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი მარიხუანას მოხმარების სრულ დეკრიმინალიზებას მხარს არ უჭერს, თუმცა იზიარებს, რომ ასეთი ქმედებისთვის სანქციის ზომად პატიმრობის გამოყენება არ მოხდეს. ამ პრინციპით დაუჭირა კომიტეტმა მხარი დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო პროექტს, რომელიც დღეს აღნიშნულ კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს. კერძოდ,
საბოლოოდ კენჭისტრაზე დადგა ვარიანტი, რომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დარჩეს, მაგრამ კოდექსიდან პატიმრობის ნაწილის ამოღება მოხდეს.ანალოგიური პრინციპით დაუჭირა მხარი ხაჩიძის ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც.
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი