რა გინდათ ამ მარჯვენსაჭიანებისაგან მე თქვენი სუყველაფერი რომ მოვდღანი მარჯვენა და მარცხენა საჭიანში (ურემზეც)
მეტი მიზეზი ვერაფერი გამონახეთ?
დააწესეთ ასაკობრივი შეზღუდვა (ევრო-4), შეზღუდვა პრავის აღებაზე (საკობრივი). გაამკაცრეთ "პრავის" აღება. მოაწესრიგეთ ქუჩები და შუქნიშნები, მოაწყვეთ პარკინგის ადგილები. და მგომარეობაც გამოსწორდება. სირო მესხიშვილო!!!!! და მისო თანამოაზრეებო.
ჩაგიწვათ არა ამერიკული ხლამი და ახლა მიზეზს "იაპოშკებში" ეძებთ.
დაადებთ ხელს მარჯვენასაჭიანს, და პატრონიც მოგეხვნებათ!... ეს იცოდეთ.
ჯერ, ეკონომიკურათ გამართეთ ქვეყანა, და შეზღუდვები და აკრძალვები მერე აკანონეთ!!!
მოაწესრიგეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
4 სავარაუდო შეზღუდვა ავტომფლობელებისათვის
"ავტომობილებზე "ევრო 4"-ის სტანდარტის დაწესება, მარჯვენასაჭიანების იმპორტის შეზღუდვა, მაღალი გამავლობის ავტომობილებზე ან მათ პარკინგზე სპეციალური გადასახადის დაწესება და ტექნიკური დათვალიერება - ეს ის საკითხებია, რომლებიც, სპეციალისტების აზრით, დედაქალაქს სატრანსპორტო ჩიხიდან გამოიყვანს. პარალელურად აუცილებლად უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, სხვა შემთხვევაში, თბილისი ავტოკოლაფსისგან თავის დაზღვევას კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებს. საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. ამჟამად ქვეყანაში სულ 1,1 მლნ მანქანაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს მანქანა ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო 7 წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილით არის გაზრდილი. ასეთი რაოდენობით ავტომობილები ცხადია, რომ გზებზე გადაადგილების პრობლემას ქმნის, განსაკუთრებით კი დედაქალაქში და თანაც პიკის საათებში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 4 სავარაუდო შეზღუდვა ავტომფლობელებისათვის / "სხვა შემთხვევაში, თბილისი ავტოკოლაფსისგან თავის დაზღვევას კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებს".
"საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა და საცობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ხელისუფლება და სპეციალისტები უკვე რამდენიმე თვეა მსჯელობენ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა. ყველა თანხმდება, რომ დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა უნდა გადაიჭრას, თუმცა კონკრეტული გეგმა ისევ არ არსებობს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ავტოჩიხიდან გამოსასვლელად მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საზღვარზე "ევრო 4"-ის სტანდარტის დანერგვა. პარალელურად გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია მარჯვენასაჭიანების იმპორტზეც. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ გამოსავალი არსებობს და ეს რამდენიმე ღონისძიების ერთობლივად გატარების შედეგად უნდა მოხდეს. "როდესაც ვსაუბრობთ საცობების განმუხტვაზე, პირველ ეტაპზე აუცილებელია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, შემოვლითი რკინიგზის პროექტისაც. გამოთავისუფლებულ ადგილას გაკეთდება ავტომაგისტრალი, რაც განტვირთავს სააკაძისა და გმირთა მოედნებს. ეს არის ის მინიმუმი, რომლის გატარების შემთხვევაში, ასეთი კოლაფსი აღარ იქნება. მნიშვნელოვანია ასევე დასუფთავების სამსახურის, სპეცტექნიკისა და დისტრიბუციის ავტომანქანების გადაადგილების მოწესრიგება. შესაბამისი პროექტი ჩვენ მერიას შევთავაზეთ კიდეც. აუცილებელია, რომ საზვარზე დაწესდეს "ევრო 4"-ის სტანდარტი, ანუ ჩვენც გავაკეთოთ ის, რაც აზერბაიჯანმა გააკეთა. ეს გარკვეულ ასაკობრივ შეზღუდვას გამოიწვევს იმპორტზე. ამის პარალელურად კი ავამოქმედოთ გარკვეული შეზღუდვა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტზეც", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.
"მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად ეტაპობრივად უნდა დაიწყოს ავტომობილების ტექდათვალირება. პირველ რიგში, იურიდიული პირების კუთვნილებაში მყოფმა მანქანებმა უნდა გაიაროს ტექნიკური შემოწმება, შემდგომ სახელმწიფო სტრუქტურების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტმაც. "კიდევ ერთი მთავარი საკითხი, ესაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულიზაცია. ბელგიაში მუნიციპალიტეტებმა და სამთავრობო უწყებებმა საკუთარ თანამშრომლებს უფასო სამგზავრო ბილეთები შეუძინეს, რის შედეგადაც მათ თავიანთი ავტომობილი სახლში დატოვეს. მერიიდან ჩვენც მოგვიწოდეს მანქანების გაჩერებისკენ, მაგრამ ბელგიისგან განსხვავებით ჩვენ სხვა სურათი გვაქვს - თბილისში რეალურად არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა განვითარებული. არადა, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაძლოა, იყოს საცობების განტვირთვის ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი", - განაცხადა მესხიშვილმა.
"ევროკაშირის ტრასეკას პროექტის რეგიონული კონსულტატი გელა კვაშილავაც თვლის, რომ სატრანსპორტო ჩიხიდან გამოსავალი არის ავტოპარკის განახლება: "ამას კი სჭირდება საკანონმდებლო დონეზე ახალი და საწვავდამზოგი ტრანსპორტის პოპულარიზაცია. აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო მეტად განვითარება. ეს ეხება როგორც ქალაქში მოძრავ ტრანსპორტს, ასევე საქალაქთაშორისოს. უნდა მოგვარდეს პარკინგის სისტემა და გარკვეული გადასახადი დაწესდეს მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტზე. ყველაზე მთავარი და აუცილებელი არის ის, რომ ქვეყანაში ტექნიკურად გამართული მანქანები დადიოდეს. დღეს არ ვიცით, რომელი ავტომობილი რამდენი წლისაა, რა მდგომარეობაშია და ა.შ. ეს კი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს", - განაცხადა კვაშილავამ.
"რაც შეეხება მარჯვენასაჭიანების იმპორტის აკრძალვას, კვაშილავას აზრით, შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს, მაგრამ უნდა მოხდეს გარკვეული გადასახადის დაწესება. "ყველა ქვეყანა ირჩევს მარჯვენა ან მარცხენა მხარის მოძრაობას. როდესაც ორივე გაქვს, მაშინ ავარიების რისკი იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა მარცხენა მოძრაობაზეა მოწესრიგებული. გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ავირჩიოთ ერთი ტიპი, ერთი მხარე უნდა გავხადოთ პრიორიტეტული, ეს საერთაშორისო სტანდარტია და ჩვენც უნდა ამ სტანდარტის შესაბამისად ვიმოქმედოთ. როდესაც ავირჩევთ ერთ მხარეს, მეორეს გარკვეული გადასახადი უნდა დავუწესოთ. სხვანაირად პრობლემა ვერ მოგვარდება", - დასძინა კვაშილავამ.
პ.ს.
სამაგიეროდ ყველაზე გამძღარი მთავრობა გვყოლია პოსტსაბჭოთა სივრცეში. )იხ. იმავე გვერდზე)
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...a-29092015.html This post has been edited by kvacaraxa on 29 Sep 2015, 13:59
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...