#45956025 · 15 Oct 2015, 23:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართველები რომ საკუთარი ინტერესების დაცვაში არათანმიმდევრულები და არაპრაგმატულები ვართ და სხვის დაკრულზე რომ გვიყვარს ცეკვა ოდითგანვე ცნობილია. ჩვენი ახლო წარსულიც უხვად იძლევა მაგალითებს რომ ტოტალურ ტენდენციებს და მოდას ბრმად აყოლის პოტენცია მძლავრობს და რასაც ჩაგვძახებენ იმას ამოვძახებთ ცარიელი ქვევრივით. ზემოთ თქმულის ერთერთი კარგი მაგალითია სტალინის ფენომენი და ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. იმის მაგივრად რომ სტალინის ბრენდი ჩვენ გამოვვიყენოთ რაციონალურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საკეთილდღეოდ და საამისოდ შესაბამისი ნაბიჯებიც იდგმებოდეს ამაზე ლაპარაკიც ტაბუდადებული თემაა. როდესაც ყოფილმა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ამის შესახებ პირველად გააკეთ საჯარო განცხადება ამას მოყვა საზოგადოების არაადექვატური, არარაციონალური და გაუაზრებელი ნეგატიური რეაქცია. არადა არსებობს სტალინის ბრენდთან დაკავშირებული დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელსაც თუ გამოვიყენებთ მთელი საქართველო და განსაკუთრებით ქალაქი გორი დიდ სარგებელს მიიღებს. ქ. გორი შეიძლება გახდეს ერთერთი მთავარი ტურისტული ცენტრი საქართველოში, რასაც მოყვება ამ ქალაქის და მთელი რეგიონის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სხვა ამაზე ეფექტური ბერკეტი ან აქტივი იგივე შედეგის მისაღწევად სამწუხაროდ არ არსებობს. როდესაც ცენტრალური ხელისუფლება არ იყენებს ამ აქტივს კონკრეტული რეგიონის სასარგებლოდ და არც თვითმართველობას აძლევს ამის საშუალებას და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობს, ამას დემოკრატიული ღირებულებებით ვერ ახხსნით, ეს ალბათ უფრო უუნარობით აიხსნება გააცნობიერო საკუტარი ინტერესები და ეფექტურად გამოიყენო ყველა ხელშემწყობი ფაქტორი. იმისათვის რომ სტალინის ბრენდი ჩავაყენოთ საქართველოს სამსახურში ამისთვის საჭიროა ზუსტად იმ ფაქტორის გამოყენება, რომ სტალინის როლი არ არის ერთმნიშვნელოვნად შეფასებული მსოფლიოში და დღესაც ბევრი ადამიანი პატივს სცემს და ეთაყვანება მას. სტალინის შეფასება ერთმნიშვნელოვნად არასწორი იქნება მითუმეტეს საქართველოში. მისმა მოღვაწეობამ სიკეთე უფრო ბევრი მოუტანა კაცობრიობას თუ ბოროტება ამაზე კონსენსუსი არ არსებობს. ჰიტლერისგან განსხვავებით. ჩვენთან კიდევ ძალიან მოდური ტენდენციაა კერძო თუ საჯარო პირების მიერ სტალინის ჰიტლერთან შედარება. კიდევ ერთი პარადოქსი სტალინთან დაკავშრებით ის არის, რომ სწორედ ის ხალხი ყველაზე მეტად აფასებს მას, რომელი ხალხის წარმომადგენელიც ემსხვერპლა იმ რეპრესიებს რომლების გამოც სტალინის ადარებენ ჰიტლერს. შორს ვარ იმ აზრისაგან რომ სტალინის როგორც ბრენდის გამოყენება იგივეა რაც სტალინიზმის და ტოტალიტარიზმის პროპაგანდა. სტალინთან დაკავშირებული სიმბოლიკა თუ სუვენირები და ტურისტული ობიექტები თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი იდეოლოგიური ქვეტექსტისაგან, სწორი და გააზრებული პოლიტიკით შესაძებელია პირიქით საქართველოს სახელმწიფომ უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინოს საბჭოთა წარსულის შავი ფურცლები თუნდაც იგივე სტალინის სახლმუზეომის ან მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისიდან საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გადატანით.
|