მოკლედ, მარგველაშვილმა განაცხადა რომ:
http://www.tabula.ge/ge/verbatim/99975-mar...uri-radarebidan “საქართველო გაქრა აქტიური რადარებიდან, ნიუ-იორკის რადარებიდან, ვაშინგტონის მედია საშუალებებიდან. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს საკითხი დავაბრუნოთ დისკუსიის ფორმატში. ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩემს ქვეყანაში, საკმაოდ რელევანტურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პირველი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ საქართველოზე და მის განვითარებაზე, არის ის, რომ საქართველოს გააჩნია უნიკალური მდებარეობა. საქართველო საკმაოდ პატარაა, მაგრამ თავისი მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს თამაშობს. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ჩინეთის განვითარების თვალსაზრისით, ასევე ვართ ნაწილი აბრეშუმის გზის კონცეფციის. ჩემი ინტერესია, გავაფართოვოთ ჩემი ქვეყნისა და საზოგადოების შესაძლებლობები. ”
მოკლედ: ბორიას არ გავაღიზიანოთ რუსეთის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ მსოფლიოს საერთოდ გადაავიწყდა, რომ თურმე საქართველოსაც აქვს კონფლიქტი რუსეთთან და საერთოდ აღარავინ ახსენებს. ყველა ხვდება რომ საქართველო თავად არიდებს თავს ყველაფერს, და ძალით ხომ არ დაიწყებენ წაქეზებას?
საუბარია მხოლოდ უკრაინაზე, არადა ვიზე ნაკლები გვიქნა ჩვენ ღრუსიამ?
არა, არ გეგონოთ მე ომის და სისხლისღვის მომხრე ვიყო, მაგრამ ეს რაც დღეს ხდება ეს ღალატია. ასე პირში წყლის ჩაგუბება. ამას ნამდვილად ჯობდა ისტერიული პოლიტიკა სააკაშვილის...
ამასწინათ იონათანმა თქო რომ აი ბარაკ ობამამ საერთოდ არ გვახსენაო.. ჰოდა ეს ობამას ბრალი კი არა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ბრალია.
მოკლედ რაიმე თუ არ შეიცვალა დაგვღუპავს რუსის ბორია სამუდამოდ.
იმიტომ რომ შეჩვევა იწყება ქ2ართულ საზოგადოებაში, შეჩვევა იწვევს ნიჰილიზმს და ფეხებზე დაკიდებას... რაც ნიშნავს საქართველოს განადგურებას..
აბა ეხლა ამ პოსტის ავტორს რამოდენიმე წლის წინ რასაც უზამდნენ ფორუმზე იცით.. დღეს პასუხი არავის გაუცია ამ არსებისთვის. ის საუბრობს პუტინზე
გაეროს გენერალური ასამბლეა , ობამა გამოდის (post #45803965)პრობლემა ანუ ამ იუზერში კი არაა, არამედ ქართული საზოგადოების რეაქციის არარსებობაში.
პუტინმა თუ რამე დედისდღნა შეიძლება უქნა ქვეყანას ყველაფერი უქნა ცალკე საქართველოს, ცალკე უკრაინას... რასაც ქვია სისხლის გუბეები დააყენა.. და ტიპი გამოდის ფორუმზე და პუტინის ქებადიდებაშია, თან ისე რომ პასუხს არავინ ცემს.!
ანუ ის რასაც მე ვშიშობ რომ შეიძლება მოხდეს, მგონი კარგა ხნის მომხდარია.. ასეთი საზოგადოებას და სახელმწიფოს ძალიან მარტივად ჩაისვამს ადამიანი ჯობეში.
This post has been edited by ShukriaOboladze on 29 Sep 2015, 23:56