mtavrishviliემიგრაცია და ისიც ამერიკიდან ერთი წლის წინ რას წერდა:
ნიკო ნადირაშვილი
2014 წლის 9 ოქტომბერი ·
ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
(იმედია ამ წერილს წაიკითხავენ ბატონები: ღარიბაშვილი, მარგველაშვილი და უსუფაშვილი)
ბატონო ბიძინა,
საქართველოს ხელისუფლებაში, თქვენი და თქვენს მიერ შექმნილი „გუნდი“-ს მოსვლამდე, ქართველი ერის მიმართ, ძალიან ბევრი დაპირებები მსმენია თქვენგან და მინახავს კიდეც ტელევიზიით!!!... მაშინ, თქვენი ყოველი დაპირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული საზოგადოებისათვის???...
ჰოდა, ეხლა თქვენს ალალ ამომრჩეველს, რომელიც გულით გენდოთ კეთილი ინებეთ და მოახსენეთ იმ თქვენი დაპირებებიდან რომელი ერთი შეუსრულეთ???!!!.
მესამე წელი დაიწყო უკვე, მესამე - ბატონო ბიძინა!!!...
თქვენი გუნდის ზოგიერთი თავგამოდებული მეხოტბე მინდა წინასწარ გავაფრთხილო, რომ ეხლა არ დაიწყონ აქ თქვენს მიერ გაწეული ქველ-მოქმედების შესახებ საუბარი... და ნურც "სამების" ტაძარს ახსენებენ ამ შემთხვევაში, რადგან მაგ სიკეთეს თქვენ ნამდვილად არავინ გიკარგავთ, რათქმაუნდა თუ თავადვე არ გადაუსვით ყველაფერს ხაზი!!!...
„ნაციონალებს“ქართველი ერი მრავალი წელი დაშინებული ჰყავდათ, რომლებმაც ჩვენი სამშობლო ბოლომდე გაძარცვეს და ამ ხნის მანძილზე მის მთავარ ეროვნულ ღირებულებებს ანგრევდნენ, ხოლო თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ , ნაცვლად იმისა, რომ ისინი თავიანთ აშენებულ ციხეებშივე დამსახურებულად შეგებრძანებინათ, პარლამენტში წამოასკუპეთ!!! ისინი, თქვენის წყალობით დღესაც კარგად გრძნობენ თავს!!!... საქართველოს მთავარი მძარცველი კი გამოგექცათ და დღეს ლამის ჩემს „მეზობლად“ ცხოვრობს ამერიკაში!!!...
ბატონო ბიძინა, შალვა ნათელაშვილს, რომელიც ქართველ ერთან ერთად, დაუღალავად ებრძოდა წინა ხელისუფლების მანკიერებას, პირადად თქვენ, მას მასხარა უწოდეთ, ხოლო ქართველი ერი კი გაამასხარავეთ - მოატყუეთ და როგორც იტყვიან „მშრალზეც დატოვეთ“!!!... იმედია არ დაგვიწყნიათ ქართველ ემიგრანტებს "ჩემოდნების" ჩაალაგებისაკენ რომ მოუწოდებდით...... ისე, რომ იცოდეთ ბევრი, მართლა აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ როდესაც ნაციონალებმა და ქართულმა ოცნებამ ერთმანეთში კურკური გააჩაღეთ (და დღესაც ამაყად აგრძელებთ ამას...) ემიგრანტებმა ჩალაგებული "ჩემოდნების" ამოალაგება დაიწყეს!!!... ამით კი ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების იმედიც კი მოუკალით!!!...
თქვენმა აშენებულმა ორასმა ქარხნის გუგუნმა ემიგრანტები აქ დაგვაყრუა და წარმომიდგენია მანდ რა დღეში იქნებიან ჩვენი თანამემამულენი!!!...
რაშია საქმე, ქართული განათლების დონე აღარ გაკმაყოფილებთ, თუ უკვე არაფრად მიგაჩნიათ იგი????.... ნაცვლად იმისა, რომ ქართული განათლების სისტება მოგეწესრიგებინათ (ქართულს ვგულისხმობ და არა სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ და ძალად თავს-მოხვეულ, ჩვენი ერისათვის დამანგრეველ განათლების სისტემას...), თქვენცა და თქვენი დანიშნული მთავრობის წევრებიც, დღემდე პროპაგანდას უწევთ უცხოეთში მიღებულ განათლებას!!!... ქართველი პროფესორ მასწავლებლები არ მოგწონთ თუ მათი განათლებისა არა გაგეგებათ რა???...
კაზანტიპის აღვირახსნილ ფესტივალთან დაკავშირებით რატომ არ დააფიქსირეთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია???... ან კიდევ, ერთ-ერთი ტელევიზიით, ქართველი ქალების შიშველ უკანალზე დოლური რომ გააჩაღეს, რატომ არაფერი თქვით ამაზე - დავიჯერო რომ მოგეწონათ???... მითხრეს, რომ ის ტელე - არხი თქვენი ოჯახის საკუთრება ყოფილა... არაფერი გსმენიათ ამის შესახებ???....
ღმერთმა ქართველს სამი რამ ჩააბარა მოსავლელად!!! :
1) ენა
2) მამული
3) სარწმუნოება
ის, რომელიც აქედან რომელიმეს ღალატობს არც ქართველია და არც ღმერთისა სწამს!!!
აი, მაგალითად თქვენს მიერ ხელისუფლებაში თიჯინებივით დასმული ქართველი ძალად-პოლიტიკოსები, რომლთაც ქვეყნის ბედ-იღბალი აბარიათ როგორ იქცევიან:
1) საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას ქართულად ლაპარაკს თაკილობენ...
2) საქართველოს მიწას საკუთარი კეთილდღეობისათვის გადამთიელებზე ყიდიან!!!...
3) შედიან ეკლესიაში სანთლებს ანთებენ - გამოვლენ იქიდან და ქართველის სარწმუნოებას ებრძვიან!!!... ისეთ კანონებს იღებენ, რომლითაც ჩვენი სამშობლოს მტრებს მერე საშუალება ეძლევათ, რომ გაანადგურონ ქართული ცნობიერება და საერთოდ ქართველი ერი!!!...
ბატონო ბიძინა, კითხვა მაქვს თქვენთან : გულწრფელად მიპასუხეთ, მაგხელა შუშის სასახლეში რომ ცხოვრობთ და თანაც საქართველოს დედაქალაქის თავზე რომ შემოგიდგიათ ეგ თქვენი სამფლობელო - თქვენს დაბლა გაჭირვებული, გაღატაკებული და დაბეჩავებული ქართველები, რომ დაიარებიან ეს დისკომფორტს არ გიქმნით ????... შიმშილის გამო ბევრი რომ იხოცება (მათ შორის ბავშვებიც...) ძალიან ბევრი ქართველი, ქუჩაში შეგროვებული დამპალი ფიცრებისაგან, სახელდახელოდ შეკრულ ხუხულებში ზამთარ-ზაფხულს ბალღებთან ერთად რომ ცხოვრობენ არ იცით???... ეს არ მოქმედებს თქვენზე და არ გადარდებთ????.... ქართველი ერი თქვენი მონა ხომ არ გგონიათ????... საქართველოს მთავრობაში ალასანია და მისი ცოლის-და მინისტრებად მე დავნიშნე თუ თქვენ????.... ძმები ბერძენიშვილები და ცოლ-ქმარი უსუფაშვილ-ხიდაშელი საქართველოს პარლამენტში მე მოვიყვანე თუ თქვენ????.... საქართველოს ხელისუფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის ოჯახურ „კანტორაში“ ხომ არ გეშლებათ???...
თხოვნა მაქვს თქვენთან.... ეს მაინც შეასრულეთ და აგუგუნებული 200 ქარხნიდან 199 ქარხანა ორი წუთით გააჩერეთ... მხოლოდ ერთმა ქარხანამ იგუგუნოს - ჩემი შემოძახილი მანდ კარგად რომ გაიგოთ...
იცოდეთ, ქართველ ერს ვეღარავინ მოატყუებთ!!!!...
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი ნუღარ გექნებათ ნურც ნაციონალებს და ნურც ქართულ ოცნებას!!!....
ძალიან ვწუხვარ, ქართველი ერი კიდევ ერთხელ რომ დარჩა მოტყუებული - გულწრფელად, ძალიან ვწუხვარ!!!!... მაგრამ არა უშავს, უფალი ჩვენს სამშობლოს არ გაწირავს!!! ყველაფერი დალაგდება და მოწესრიგდება, ოღონდ უკვე თქვენსა და ნაციონალების გარეშე!!!!...
ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთში ვერ მორიგებულხართ, ერთმანეთთან ვერ შეთანხმებულხართ, ისევ ლანძღავთ ერთმანეთს, ისევ დრო გაგყავთ ერთმანეთთან კინკლაობაში და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შეძლებთ საუბარს????....
რა ჯანდაბად გვინდა პრეზიდენტის პოსტი თუ ის არაფერს ნიშნავს ქვეყნისათვის???... ისე მართლა, საქართველო თქვენი შექმნილი ხომ არ გგონიათ???... რა განსხვავებაა თქვენსა და „ნაციონალებს“ შორის????... კრიმინალმა მოიმატა და დღემდე თავისმართლების რეჟიმიდან ვერ გამოსულხართ... მართლა მოსაბეზრებელია უკვე დღეს-დღეობით ყველაფრის ნაციონალებზე გადაბრალება!!!... განა თქვენმა რჩეულმა ვაი პოლიტიკოსებმა არ მოიყვანეს ერთ დროს ხელისუფლებაში ისინი???... განა თქვენ არ აფინანსებდით წინა ხელისუფლებას ბატონო ბიძინა????.... ეხლა იტყვით - „მეგონა რომ საქართველოს ფეხზე დააყენებდნენო“... შეიძლება მასეც გეგონათ, მაგრამ ჩვენც გულწრფელად გენდეთ და უმრავლესობას გვეგონა, რომ თქვენ მაინც დააყენებდით ჩვენს სამშობლოს ფეხზე და თუ ვერ დააყენებდით - ოდნავ მაინც წამოაყენებდით!!!... თქვენ კი რა ჰქენით - ხალხი მიატოვეთ, შეხვედით შუშის სასახლეში და იქიდან მოინდომეთ ქვეყნის მართვა!!!...
მუდამ გახსოვდეთ, რომ ქვეყნის მმართველი მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ერია და არა თქვენ!!!
თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის 6 თვის-თავზე, „ქართულ ოცნება“-ს საჯაროდ პირველმა მე გამოგიცხადეთ უნდობლობა... ისიც კარგად მახსოვს, ბევრმა რომ მისაყვედურა მაშინ ამის გამო...
თქვენს მიერ შექმნილ მთავრობაში ერთად-ერთი კაცია, რომელიც დამაკმაყოფილებლად მუშაობს!!!... ცოტახნის წინ მას, მოვუწონე კიდეც რამოდენიმე ეროვნული წამოწყება... მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი რაიმე ცუდს გაუკეთებს ჩვენს სამშობლოს, ოდესმე პირში წყალს ჩავიგუბებ ან თვალს დავხუჭავ!!!... ბატონი ირაკლი, წინა თვეს აქ, ნიუ-იორკში იმყოფებოდა და გაეროში ჰქონდა გამოსვლა... მესმის, რომ ძალიან დაკავებული იქნებოდა ბატონი პრემიერი საქართველოში და ამერიკაში შედგენილი „პროტოკოლის“ შესაბამისად, მაგრამ გულთბილა ქართველ ემიგრანტებთან თუნდაც 30 წუთიანი შეხვედრისათვის დრო აუცილებლად უნდა გამოენახა!!!... საქართველოდან ამერიკაში სასწავლებლად გამოგზავნილი 6 ქართველი სტუდენტი (რომლებსაც იგი შეხვდა...) ეს ემიგრაცია რომ არ არის ამაში უნდა დამეთანხმოს ბატონი ირაკლი და, ნურც იმათ ჩათვლით მთლიან „ქართულ ემიგრაციად“, რომლებმაც სამარცხვინო და უსამართლო მასკარადი მოუწყვეს მას ნიუ-იორკში!!!...
ბატონო პრემიერო,
ქართველ ემიგრანტებს თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება კი არ გვინდოდა, არამედ ადამიანური საუბარი!!!... იმ იმედით ვიყავით, რომ თქვენამდე ქართველი ვაი-პოლიტიკოსების უგუნური პოლიტიკის გამო, უცხოეთში გადახვეწილ თანამემამულეებთან მოხვიდოდით და რაიმე სანუგეშოს გვეტყოდით, მაგრამ არ მოხვედით იქ, სადაც მართლა გულით გელოდნენ !!!... ჰოდა ეხლა, კაცურადაც მიიღეთ ეს საყვედური!!!... smile ემოცია
ივანიშვილის ხათრით არჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, და ასევე ივანიშვილის რეკომენდაციით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა (რათქმაუნდა მეუღლითურთ...) დროა გაითვალისწინონ, რომ მედროვე და სამშობლოს გამყიდველი ძალად პოლიტიკოსების გრიალის დრო დასრულდა და მოდის, გულიანი და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველების დრო - დიახ, ჭეშმარიტად გულ-ანთებული, ნიჭიერი, მშრომელი და მოსიყვარულე მართლმადიდებელი ქართველებისა!!!...
საქართველოს მღრღნელებს ყველას, უნდა გეშინოდეთ ამ ღვთიური და ეროვნული ძალისა!!!...
ვსარგრებლობ შემთხვევით და მივმართავ, ასევე - ივანიშვილის ხათრით არჩეულ ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას, რომ ქამრები ბოლომდე და მაგრად შემოუჭიროს თავის უწყებაში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებს და მიხედოს გაჭირვებულ თავის მოქალაქეებს!!!...
„ნაციონალების“-საგან და „ქართული ოცნების“-საგან მოტყუებულ საქართველოს მოქალაქეებს კი მოვუიწოდებ გაერთიანებისაკენ და ერთ მუშტად შეკვრისაკენ!!!..
ხოლო ქართველ ემიგრანტებს ვთხოვ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევმნებში სრული უნდობლობა გამოვუცხადოთ მატყუარა და ერის მოღალატე ძალად-პოლიტიკოსებს და ხმა არც „ნაციონალებს“ მივცეთ და არც „ქართულ ოცნებას“!!!...
დროა, რომ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ღირსეული და სამშობლოსათვის თავდადებული ქართველები!!!
ყველამ მომიტევეთ ჩემი გაცხარება, რადგან თქვენთან ერთად მეც კარგად ვხედავ, რომ საქართველო გადასარჩენია!!!... ყოველი ჩვენთაგანი ვალდებული ვართ ერთად დავდგეთ იმ სიმაღლეზე, საიდანაც ჩვენს სამშობლოს გადავარჩენთ!!!...
ყველამ იცოდეთ, რომ სამშობლოს გადარჩენისათვის ბრძოლაში უკვე ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებს!!! თუ საჭიროა, ჩემი სამშობლოსათვის სიცოცხლესაც უდიდესი სიყვარულით გავიღებ!!!
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს ამის თაობაზე ცოტათი მოგვიანებით ვიტყვი ჩემს სათქმელს!!!...
ღმერთმა დალოცოს დიდი ქართველი ერი და მისი ყოველი მოყვარე!!! ამინ!!!
ნიკო ნადირაშვილი
ნიუ-იორკი, 2014 წლის 9 ოქტომბერი
https://ka-ge.facebook.com/permalink.php?st...523359711226370***
http://www.ipress.ge/new/4485-bidzina-ivan...bs-akmayofilebs
მიმაგრებული სურათი