უფასო საინჟინრო კონსულტაციები (post #45816137) ჩვენ საორიონტაციოდ მხოლოდ სუფთა (სასარგებლო) ფართს ვიღებთ. მთლიანი ფართი მინიმუმ 40-60 კვადრატით მეტია სასარგებლო ფართზე.
2. როგორი იქნება საძირკვლები, არმირებული, ქარგილებში ჩამოსხმული თუ პირდაპირ მიწაში ჩასხმული ბეტონი.
3. რა სისქის და სიღრმის იქნება საძირკველი? რა სისქის იქნება კედლები? როგორი იქნება სართულშუა გადახურვები და სახურავს ქვეშ გადახურვა?
4, როგორი იქნება სახურავი, რა მასალით, რა სისქის, რომელი მწარმოებლის? ( ჩინური 0,4-ანი მეტალოკრამიტი ორჯერ იაფია ფინურ 0.5 ან მეტალოკრამიტზე). როგორი იქნება სახურავის ჰიდრო თბო და ორთქლიზოლაცია? (ზოგი ამას საერთოდ არ აკეთებს). ასევე დიდი განსხვავება მეტალოპლასმასის კარფანჯრების ფასებში. და ასე შემდეგ, კიდევ ბევრი "წვრილმანი", რომელთა ერთობლიობა ქმნის ხარისხს ან უხარისხობას.
ხშირად დამიწერია. მერსედესიც ავტომობილია და ვოლგაც. ფასი კი ძალიან განსხვავებული აქვთ. ეს რატომღაც იშვიათად უკვირთ.
This post has been edited by SaamI on 2 Oct 2015, 20:21