ბობოყვათის რეზიდენცია საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა. საქართველოს მთავრობის 21 სექტემბრის განკარგულებით, საპატრიარქოს ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ორი ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცა. საპატრიარქოს ასევე გადაეცა რეზიდენციის მიმდებარედ სანაპირო ზოლი, რომლის ფართობია 11 ათას 810 კვადრატული მეტრი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. ხელშეკრულება საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის 49 წლის ვადით დაიდო.
სანაცვლოდ, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოს უკან დაუბრუნა კრწანისის ტყე-პარკი, რომელიც ეკლესიას 1 ლარად,
პრეზიდენტ სააკაშვილის 2010 წლის განკარგულებით გადაეცა. თბილისში - კრწანისის ტყე-პარკი და მის მიმდებარედ ფონიჭალაში, აღთაკლიაში, ყარაჯალარში, ასევე ქ. რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიები; მთლიანობაში 7 მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის ფართობია პლუს, მასზე არსებული 2500 კვ/მ-ზე მეტი ფართობის შენობა-ნაგებობები.

ქვეყანაში სადაც ამდენი უსახლკარო და ლტოლვილი გვყავს, ფაქტიურად სიღარიბის ზღვარზე ვართ და მთავრობა ჩუქნის საპატრიარქოს ამხელა ქონებას(არ დაგვავიწყდეს 25 მილიონი ლარი გადაეცემა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან). რას ფიქრობთ ამ ფაქტზე? ჩემი აზრით აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილებაა. ეკლესია და საპატრიარქო უკვე ღიად გადაიქცა ბიზნესად, მემგონი ყველა ხედავს ამ ფაქტს, გადასახადებისგან განთავისუფლებულია, იღებს სოლიდურ თანხას ბიუჯეტიდან და ამხელა ქონებას უსასყიდლოდ. მე ვფიქრობ ჩვენი უბედურების ერთ-ერთი მიზეზი სწორად ეს ხალხია, მაშინ როცა ამხელ სახსრები შეიძლება მოხმარდეს რეალურ პრობლემებს, რომელიც სამწუხაროდ არ გვაკლია.