89 ხმა 10-ის წინააღმდეგ: ევროპის საბჭომ საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზულიცია მიიღო, სადაც პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებსა და წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური მოტივით გამოყენებაზეა საუბარი. ევროსაბჭომ ქართული ოცნების არც ერთი შენიშვნა არ გაიზიარა.
"წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებით", - ამ სახელმწოდების რეზულუციის მიხედვით, ევროსაბჭომ დაადასტურა რომ საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება.
რეზოლუცია PACE-ის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოამზადა. ხოლო მომხსენებელი იყო ევროპის სახალხო პარტიის წევრი, პედრო აგრამუნტი.
"ქართული ოცნება" თავის მომხრეებს ამშვიდებს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია მხოლოდ სახალხო პარტიის დოკუმენტია. გაგაცნობთ კენჭისყრის შედეგებს:
1. რეზოლუციამ ყველაზე მეტი მხარდაჭერა - 35 ხმა მიიღო ევროპის სოციალისტური პარტიისგან, იმ პარტიისგან, რომელშიც თავად "ქართული ოცნება" არის გაწევრიანებული. ეს "ქართული ოცნებისთვის" სრული კატასტროფაა. ჯგუფის შედეგები:
მომხრე - 35
თავი შეიკავა - 3
მოწინააღმდეგე - 6
2. რეზოლუციას ხმა მისცა ევროპის სახალხო პარტიის 34-მა წარმომადგენელმა. ჯგუფის შედეგები:
მომხრე - 34
თავი შეიკავა - 0
მოწინააღმდეგე - 1
3. რეზოლუციას ხმა მისცა ALDE-ს 11-მა წევრმა. ამ ჯგუფში გაწევრიანებულია უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტია. ჯგუფის შედეგები:
მომხრე - 11
თავი შეიკავა - 1
მოწინააღმდეგე - 1
4. სხვა მცირე ჯგუფები:
- ევროპელი კონსერვატორები:
მომხრე - 6
თავი შეიკავა - 0
მოწინააღმდეგე - 2
- ევროპელი მემრცხენეები:
მომხრე - 1
თავი შეიკავა - 0
მოწინააღმდეგე - 0
დამოუკიდებელი დეპუტატები:
მომხრე - 2
თავი შეიკავა - 0
მოწინააღმდეგე - 0
რომ შევაჯამოთ: ივანიშვილი ევროპაში სრული ბანკროტია. მას ქვეყანა საერთშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს. რუსეთი სწორედ ამას ელოდება’, - წერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
რეზოლუციის მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაღიზიანებას ვერ მალავდნენ.
მაგალითად, უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა რომ პედრო აგრამუნტის გამო ევროსაბჭო ეცოდება. ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიზემ კი, აგრამუნტი მიკერძოებაში დაადანაშაულა.
აღსანიშნავია რომ რეზოლუციის პროექტის უმწვავესი შინაარსის შესაცვლელად, სტრასბურგში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც ჩავიდა. მან განაცხადა კიდეც რომ იქ, დოკუმენტის კორექტირების მიზნით იმყოფებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ევროსაბჭოს პირველმა პირებმა, წულუკიანს ხეირიანად არც კი მოუსმინეს.
http://presa.ge/new/?m=politics&AID=38233ანუ ქოცებს პოლიტიკური განაჩენი აქვთ ევროპაში და ოფიციალურად იქნა აღიარებული მათი გზა, როგორც იანუკოვიჩის გზა შეფასდა თავის დროზე
ქოცების ბოლი, რომ თითქოს რეზოლუციას ხმა მხოლოდ სახალხო პარტიამ მისცა არის მტკნარი სიცრუე, ყველაზე დიდი მხარდაჭერა იყო სოციალისტური პარტიიდან, რომელშიც თავად ოცნებაა გაწევრიანებული

ანუ მათმა პარტნიორებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენეს
This post has been edited by DIDGORI-GEO on 2 Oct 2015, 22:50