"ქართული ოცნება" მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აყენებს და სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი ასეთი პრეცედენტია.
„ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი სალომეს ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, ქართული ემიგრაციის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მივიღეთ გადაწყვეტილება არ დავაყენოთ კონკურენტი ამ ოლქში. მინდა წარმატება ვუსურვო ქალბატონ სალომეს. ეს არის ერთადერთი ასეთი პრეცედენტი“,- აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
http://www.interpressnews.ge/ge/mazhoritar...ers-mkhars.html"ოცნებამ", სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო უბანზე, თავისი კანდიტარურა (ანუ მისი მეტოქე) არ წარადგინა და მის კანდიდატურას უჭერს მხარს.
მე არ ვარ ამ უბნის ამომრჩეველი, არც მისი პარტიის წევრი და საერთოდ არავინ არ ვარ მისთვის, მაგრამ მაინც მხარს ვუჭერ ქალბატონ სალომეს და ვუსურვებ გამარჯვებას.
თუ ვინმეს გსურთ თქვენი აზრის დაფიქსირება, გთხოვთ კორექტულად და რა აქცენტიც გინდათ ის გააკეთეთ. ყველა მოსაზრება მისაღები, რომელიც არ სცილდება ეთიკის და ადამიანობის ფარგლებს.
მოდერაციას ვთხოვ დახმარებას და მადლობა წინასწარ.