რომელი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისაკენ? ან ბაზარი სად გვაქვს ქართველებს და ან კიდევ ეკონომიკა?
დეზერტირების ბაზარი თუ გგონია იმ მასშტაბების ბაზარი რომელიც აკმაყოფილებს ქვეყნის მოსახლეობის სავაჭრო ურთიერთობების კრიტერიუმებსა და ხადურის ჩრდილოვანი ეკონომიკა კიდევ ის, რასაც სახელმწიფოს ეკონომიკას ეძახიან, არსებობს სახელმძღვანელოები: "ეკონომიქსი". "ეკონომიკის თეორია" და გაეცანი.
წამსვე მიხვდები, რომ სოციალისტურ საბჭოთა საქართველოს ვერც წარმოების მასშტაბებთან, ვერც ეკონომიკურ კეთილდღეობასთან და ვერც გასაღების ბაზართან, ახლოც კი ვერ მოვა დღევანდელი კაპიტალისტური საქართველოს ყოფა. ეკონომიკურ ასპექტში ისეთი განვითარებადი ქვეყნებისათვის როგორიც საქართველოა, სოციალიზმს ალტერნატივა არა აქვს. გარდა იმისა, რომ ზოგადად ირეალურის და მათ შორის ქრისტიანული მრწამსის წინააღმდეგ იბრძოდა სოციალიზმის უკიდურესი მემარჯვენე ფრთა კომუნიზმი, რას უწუნებ? რომელი სისტემა ვერ შექმნა მმართველობის ამ რეჟიმმა, რომელიც უმაღლეს დონეზე არ აკმაყოფილებდა ადამიანის ფიზიკურ-მატერიალურ და სულიერ მოთხოვნილებებს? ეკონომიკური ვარდნა ჰქონდათ თუ მეცნიერული ფიასკოები? ხელოვნების რომელიმე დარგი იყო დაკნინებულ განუვითარებელი თუ კონკრეტულად რა არ მოგწონს?
ფიცი რომ ვიწამო ბოლომ აღარ უნდა გამაკვირვოს, აი ამ და მსგავსმა ბოლოებმა:
http://www.info9.ge/sazogadoeba/videorepor...html?lang=ka-GE * * *
აკრძალეთ აბა. ეს უნდა ავკრძალოთ? ე.წ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას აი ეს ბლოკავს?
This post has been edited by Msajuli777 on 3 Oct 2015, 12:39