ა/ო „გაერთიანებული საზოგადოება“ ეხმაურება უკრაინაში გავრცელებულ ახალ წამების ამსახველ კადრებს:
„კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხეთ ამ კადრებით სულში ქართველებს ....
ახლა უკვე მსოფლიო მასშტაბით შეგვარცხვინეთ...
ყოჩაღ "ოცნებას", " ნაციონალების" სალაპარაკო რომ გახდება ქვეყანაში რამე აი, თქვენმა კოჰაბიტაციამ როგორ გააპარტახა ქვეყანა...
შევახსენებ "ოცნებას": თქვენ იმიტომ მოხვედით ხელისუფლებაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გასამართლებულიყო და ამ ყველა უბედურებაზე პასუხი ეგო! (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენცია- მუხლი 3. წამების აკრძალვა:არავინ შეიძლება დაექვემდებარეოს წამებას, არაადამუანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.)
თქვენ კი, სამი წელი არაფერი გაგიკეთებიათ! სად არის თქვენი დაპირებული სამართლიანობის აღდგენა? რატომ ინიშნებიან მაღალ პოსტებზე ზონდერები? რატომ არ მიგყავთ ბოლომდე არცერთი გახმაურებული მკვლელობის საქმე? რატომ უთმენთ და უსმენთ მკვლელი და სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს და შემსრულებლებს პარლამენტში? სად ვეძებოთ სამართალი, სად ????????
ხელისუფლებავ, თუ არ გამოფხიზლდებით, შეგახსენებთ, საზოგადოება უკვე ფხიზლადაა! ფრთხილად, საქართველოს ბედი სწორედ ახლა გადის ბეწვის ხიდზე! „
ა/ო "გაერთიანებული საზოგადოების" ინიციატივით გაიმართება აქცია სახელწოდებით "ხელისუფლებავ გამოფხიზლდი- აღადგინეთ სამართალი"
19 ოქტომბერს 17:00 საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ერთად გამოვაფხიზლოთ ხელისუფლება !!!
https://www.facebook.com/events/1658749807730213/https://www.facebook.com/%E1%83%92%E1%83%90...5781138/?ref=ts This post has been edited by giorgius1 on 18 Oct 2015, 01:47
მიმაგრებული სურათი