wild-moonკვადრატულ მეტრებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ორი რამეა:
1. რამდენად ხალხმრავალი იქნება.
2. შენ როგორ მართავ.
მოგების წინასწარი ვარაუდი შეუძლებელია, რადგან ეს დამოკიდებულია პირდაპირ იმაზე თუ რა გაქვს შენ დაგეგმილი და მერე როგორ მართავ; ანუ რამდენ და რომელ მაცივრებს დადგამ, კონდიცირება-გათბობა რა სისტემის გექნება და რა სიხშირით მოიხმარ, უსაფრთხოების სისტემებს რომელ კომპანიას დააყენებინებ და როგორს, რამდენი თანამშრომელი გეყოლება და რამდენს გადაუხდი. მოკლედ ხარჯები სრულიად უცნობია...ასევე გააჩნია შენს მარიფათს: პროდუქციას საიდან იშოვი და რა ფასში, სადისტრიბუციო კომპანიებს რა პირობებზე მოელაპარაკები, რამდენად ზუსტად შეძლებ საქონლის აღრიცხვას დანაკარგების გარეშე (ეს არაა ადვილი თემა - 99% ამას ვერ ახერხებს, რადგან დისტრიბუტორების აბსოლუტური უმრავლესობა შენს მოტყუებაზეა დაგეშილი და ისე მოგატყუებენ ვერასოდეს მიხვდები.

იგივეს აკეთებენ მენეჯერები და გამყიდველები, თუმცა ამათი გამოჭერა და გაკონტროლება ბევრად ადვილია, ბოლო-ბოლო დანაკლისს დააწერ...)
მთლად ხელცარიელი არ გავალ აქედან და გეტყვი უხეშ, მიახლოებულ რიცხვებს, რაც მოგეხმარება ცოტათი მაინც:
ნორმალური მაღაზია, ნორმალურ ადგილას(ნორმალურ ადგილში იგულისხმება ადგილი, სადაც მაღაზიასთან 50 მეტრის რადიუსში 3-4 მაღალსართულიანი კორპუსი მაინცაა. პლუს სკოლა ან რამე დაწესებულება ანუ მუდმივი კლიენტურა გყავს...) დღეში ვაჭრობს (და არა - იგებს) მინიმუმ 1000 ლარს მაინც.
კარგი მაღაზია (უფრო ხალხმრავალ ადგილას + ცოტა უკეთესი სერვისით) 2-3 ათას ლარს.
ძალიან კარგი მაღაზია 4-5 და მეტ ათასსაც ვაჭრობს...ნუ არი რამდენიმე მაღაზია თბილისში, რომლებიც 10 ათასზე მეტს ვაჭრობენ, ერთი ვიცი 40 000-საც ურტყამს...
მარჟა (ფასნამატი) მაღაზიებს აქვთ 10-20% 10% სიგარეტზე და პურზე, 20 დანარჩენი პროდუქტების უმრავლესობაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე შეიძლება მეტიც გქონდეს.
სუპერმარკეტებს დისტრიბუტორებისგან აქვთ სპეციალური ფასდაკლებები, ოღონდ გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ (ვთქვათ მინიმუმ 10 000-ის საქონელი უნდა მიიღო თვეში), მაგრამ ხარჯიც მეტი გაქვს, გაცილებით.
გეტყვი რომ ურთულესი საქმეა ან დაკარგავ პირად ცხოვრებას, 24 საათი იქ უნდა იყო და პირადად აკონტროლო ყველაფერი, განსაკუთრებით მიღებული საქონლის სატითაოდ დათვლა ან უნდა აიყვანო ძალიან გამოცდილი მენეჯერი, რომელიც ყველა ვარიანტში მოგიტეხავს ფულს, ოღონდ ჭკვიანი მენეჯერი ისე და იმდენს მოტეხავს, რომ შენც გაცხოვროს და თვითონაც იცხოვროს.
წარმატებები.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey