მოკლედ, ბიუჯეტის ჭამა კი კარგია
მაგრამ რაღაც სხვა ფულების ბედიც არ ჩანს ....
სად აორთქლდა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთათვის შეგროვებული 55 მილიონი?
"სტიქიის შემდეგ "სოციალური პასუხისმგებლობის კლუბმა" (რომელიც სტიქიამდე 3-4 კვირით ადრე შეიქმნა და მასში გაწევრიანებულია 50-მდე ბიზნესჯგუფი, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია) და მისმა თითოეულმა წევრმა შეაგროვეს სოლიდური თანხა - 18 მილიონ ლარზე მეტი და ჩარიცხეს სტიქიით დაზარალებულების ფონდში. ბუნებრივია, ადამიანებს, ვინც თანხას გაიღებს დაზარალებულების დახმარებისთვის, უნდა აინტერესებდეს, ეს თანხა მართლა მოხმარდათ თუ არა დაზარალებულებს? სწორედ ამაში დავადანაშაულე "სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის" 8-კაციანი გამგეობა. თქვე კაი დედმამიშვილებო, ამხელა ფული რომ შეაგროვა კლუბმა და მერიას რომ გადაეცით განკარგვისთვის, ხომ უნდა მოგეკითხათ, ჩემო კარგებო, ეს ფული მივიდა თუ არა დაზარალებულებამდე? - აცხადებს "სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სად აორთქლდა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთათვის შეგროვებული 55 მილიონი?"
"სტიქიის შემდეგ სვანიძის ქუჩის მცხოვრებნი შევიკრიბეთ, კრება ჩავატარეთ და დავაარსეთ კომიტეტი, რომელიც იცავს ქუჩის დაზარალებულთა ინტერესებსა და უფლებებს. ჩვენ ქუჩაზე სულ არის 39 დაზარალებული ოჯახი. აქედან 1-ლ კატეგორიას განეკუთვნებიან ოჯახები, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაენგრათ - ასეთია სულ 20 ოჯახი. ამ 20 ოჯახიდან მხოლოდ 9 ოჯახს მიეცა კომპენსაცია და 11 ოჯახი ბოდიში და ფეხებზე დაიკიდეს. მე-2 კატეგორიის დაზარალებულები, რომელთა ბინები არ დაინგრა და რემონტს ექვემდებარება არის სულ 19 და წარმოიდგინეთ, არც ერთ ამ ოჯახს ერთი თეთრი არ მიუღია დახმარებისთვის. მერია არაფერს ამბობს, დაზარალებულებისთვის თანხების დარიგება რა პერიოდზე იყო გაწერილი, რა აქვს სათქმელი? 4 თვე გავიდა სტიქიიდან და ვის როგორ დაეხმარნენ, უკვე მოგახსენეთ. სვანიძის ქუჩა იყო სტიქიის ეპიცენტრი, ყველაზე მეტი ადამინიანი სწორედ აქ დაიღუპა, აი ნახავთ, ზამთარიც ისე მოადგებათ ამ განადგურებულ ადამიანებს , ისევ ასე თეთრის გარეშე იქნებიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამაზ ელიზბარაშვილი.
"ჩვენი ინფორმაციით, საერთო ჯამში 55 მილიონ ლარამდე შეგროვდა. რატომ გამოდის "ჰოლიდეი ინში" გამართულ შეხვედრაზე თბილისის მერია მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და გვატყუებს, რომ თურმე ყველა დაზარალებული დაკმაყოფილებულია? რა დღეშიც სტიქიის შემდეგ იყო სახლები, ისევ იმ დღეშია და კაციშვილი პატრონი არ ჰყავს, თორემ აქამდე აღდგენას დაქვემდებარებული სახლები შეკეთებული იქნებოდა", - დასძენს "სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარე და შეკითხვას - "სად წავიდა ეს თანხები, როგორ ფიქრობთ?" - პასუხობს:
"ეჭვი მაქვს, მერიამ ეს ფული ან არამიზნობრივად დახარჯა, ან პრემიებისა და სახელფასო დანამატების სახით დაირიგა ან უარეს შემთხვევაში უბრალოდ შეჭამა, მოიპარა! სახვა ახსნა ამას არ აქვს. რა უფლება ჰქონდა მერიას განეკარგა კერძო ბიზნესის, თითოეული მოქალაქის შემოწირულობა, რომ მოაჯდა სამთავიანი დევივით და დაიწყო ან თანხების განკარგვა? ხომ შეიძლებოდა საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს შეექმნა ორგანიზაცია, მას განეკარგა ეს თანხები და მერიის ხელში არ მოხვედრილიყო? რამდენი ბოდოკიაა დარჩენილი მერიაში, ალბათ აგერ ხვალ-ზეგ გამოჩნდება - იმიტომ, რომ მე ამას ასე არ დავტოვებ და ეს მათ ძალიან კარგად იციან!"
"ჩვენ მერიასთან მიწერ-მოწერა გვქონდა და ვთხოვდით ინფორმაციას, რა თანხა იყო შეგროვებული საერთო ჯამში. დღემდე მერიისგან
ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მივმართეთ ასევე სახალხო დამცველს, მოგვხმარებოდა და სახალხო დამცველისთვის მიეცათ ზუსტი ინფორმაცია, რა თანხა მოგროვდა ამ ფონდში, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მას მისცეს ეს ინფორმაცია. როცა ადამიანს აქვს ბოროტი ზრახვები, ბუნებრივია, არ დააფიქსირებდა თანხის ოდენობას. ჩვენი გათვლებით კი 55 მილიონ ლარზეა საუბარი. არაერთხელ მივმართეთ მათ განცხადებით, როგორ იხარჯებოდა ეს თანხა ფონდიდან, არც ამაზე მივიღეთ პასუხი. აქედან გამომდინარე, წინა პარასკევს პირველი სარჩელი შევიტანე სასამართლოში და სასამართლოს გზით ვეცდები დავადგინო სრული რეალობა. მართალია, ეს დროში გაიწელება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვრჩა, მხოლოდ სასამართლოს გზით დავადგენთ ჭეშმარიტებას და იქ გამოჩნდება მერიის რეალური სახე", - მიიჩნევს თამაზ ელიზბარაშვილი.
საერთოდ მალავენ რაოდენობას ... პრინციპში შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ გამჭვირვალობის ზეიმში არიან