ვხსნი თემას ჩემ ერთერთ ყველაზე საყვარელ ჯგუფზე - Genesis. მიკვირს რომ აქამდე არავინ გახსნა. არც ისე დიდი ხანია რაც მოსმენა დავიწყე და დღეს უკვე ჩემი ფავორიტი ჯგუფების სიაში მყარ მეორე ადგილს იკავებს. Pink Floyd-ის ფანებისგან გამიგია რომ თუ Pink Floyd მოგწონს მაშინ Genesis-იც მოგეწონებაო. დიდი ხანი ამას სერიოზულად არ აღვიქვამდი ალბათ იმის გამო რომ მხოლოდ პოსტ-გაბრიელის პერიოდს განვიხილავდი. ხოლო იმის შემდეგ კი რაც პირველ 6 ალბომს მოვუსმინე მივხვდი თურმე რა დიდ ჯგუფთან მქონდა საქმე.
მოდით ვისაუბროთ ამ არაჩვეულებრივ ჯგუფზე რომლის თავდაპირველი და ბოლო ალბომები ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან.
მცირე ინფორმაცია ჯგუფის შესახებGenesis (ჯენესისი) არის ინგლისური როკ ჯგუფი რომელიც ჩამოყალიბდა 1967 წელს და თავდაპირველად მასში შედიოდნენ წევრები -
პიტერ გებრიელი (ვოკალი),
ენტონი ფილიპსი (გიტარა),
ტონი ბენკსი (კლავიშები),
მაიკ რეზერფორდი (ბასი და გიტარა),
კრის სტიუარტი (დასარტყამები). თავიდან ჯგუფის სახელისთვის მოიაზრებოდა
Gabriel's Angels (გაბრიელის ანგელოზები), თუმცა ბოლოს არჩევანი ჯენესისზე შეჩერდა. 1696 წელს ჯგუფმა გამოუშვა პირველი ალბომი სახელით
From Genesis to Revelation, რომელიც მიჩნეული იყო როგორც პოპ ექსპერიმენტი და შემდგომ პოპულარულ მელოდიური პოპი. ჯგუფის შემადგენლობამ ცვლილებები განიცადა ამ დროს - სტიუარტი შეცვალა
ჯონ სილვერმა, ხოლო შემდეგ სილვერი შეცვალა
ჯონ მეიჰიუმ მორიგ ალბომ Trespass-ის ჩაწერამდე. 1970 წელს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი
Trespass. პიტერ გებრიელი ერთერთ ინტერვიუში აღნიშნავს რომ ამ ალბომის გამოსვლის დროს დაიწყეს მათ მოქმედება როგორც ერთიანი შეკრული ჯგუფი.
სცენის შიშმა ფილიპსი იძულებული გახადა დაეტოვებინა ჯგუფი, რითიც დიდი თავსატეხი გაუჩინა დარჩენილ წევრებს. თუმცა ამას შემდგომ მოყვა მისი ჩანაცვლება
სტივ ჰეკეტით, ხოლო მეიჰიუს ჩანაცვლება
ფილ კოლინზით დასარტყამებზე. გებრიელი, ბენკსი, ჰეკეტი, რეზერფორდი, კოლინზი - ეს არის უკვე ის შემადგენლობა რომლითაც ჯგუფმა თავი დაამახსოვრა უამრავ ფანს ჩემს ჩათვლით. კონცერტებზე გებრიელის მაკიაღმა და მრავალფეროვანმა კოსტიუმებმა ჯგუფს გამორჩეული იმიჯი შესძინა. ხან ერთიდაიგივე ერთი სიმღერის განმავლობაში პიტერი რამდენიმე სხვა კოსტიუმს ირგებდა. ამ შემადგენლობით ჯგუფმა გამოუშვა
Nursery Cryme 1971 წელს. 1972 წელს გამოვიდა მორიგი ალბომი სახელწოდებით
Foxtrot, რომელიც მათ ერთერთ ყველაზე სრულყოფილ ალბომადაა მიჩნეული. რეზერფორდი ინტერვიუში აღნიშნავს რომ Foxtrot გაცილებით უფრო ძლიერი ალბომია ვიდრე მისი წინამორბედი Nursery Cryme. მასში შესულია ცნობილი 23 წუთიანი სიმღერა Supper's Ready. მომდევნო ალბომი
Selling England by the Pound ჩემი აზრით წარმოადგენს ჯენესის შემოქმედებით მწვერვალს. 1974 წელს გამოვიდა ორმაგი კონცეპტუალური ალბომი
The Lamb Lies Down on Broadway რომელიც მოგვითხრობდა პუერტო რიკოელი ახალგაზრდის ნიუ იორკში ცხოვრებაზე. ამ ალბომის ჩაწერისას ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. გებრიელი უკვე ცოტა გაუცხოებულად თვლიდა თავს. დანარჩენ წევრებს თანდათან ბეზრდებოდათ მისი საკონცერტო იმიჯი და თვლიდნენ რომ აქცენტი გადადიოდა უფრო ვიზუალურ მხარეზე და მუსიკა იჩრდილებოდა. ამას დაემატა დამქანცველი ტურნე და მისი პრობლემები პირად ცხოვრებაში რამაც მას საბოლოოდ მიაღებინა გადაწყვეტილება დაეტოვებინა ბენდი.
დრეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს და ჯგუფმა 400-ზე მეტ მსურველს ჩაუტარა კასტინგი სოლისტის პოზიციაზე, რომელსაც ფილ კოლინზი ხელმძღვანელობდა. შემდგომში იგი თავად გახდა ჯგუფის მთავარი სოლისტი და 1976 წელს გამოვიდა პირველი ალბომი გებრიელის წასვლის შემდეგ:
A Trick of the Tail. ვეთანხმები ამ საუკუნის ფრაზას - "კოლინზი ჟღერდა უფრო გებრიელურად ვიდრე თვით გებრიელი"

კონცერტებზე კოლინზმა გადმოინაცვლა მიკროფონთან ხოლო დასარტყამ ინსტრუმენტებზე ბილ ბრუფორდი იყო მოწვეული. თუმცა კოლინზი მაინც აგრძელებდა ზოგიერთ ნაწილში დასარტყამებზე დაკვრას. მომდევნო ალბომma
Wind & Wuthering უკვე გამოააშკარავა ბენდის პოპ სტილისკენ გადახრა. ამით უკმაყოფილო იყო სტივ ჰეკეტი რადგან იგი კვლავ ექსპერიმენტების მოყვარულად რჩებოდა. თუმცა, სტივი ფიქრობდა, რომ მეოთხე წევრის ამპლუაში იგი უბრალოდ დაწერდა სიმღერებს. მისი კოლეგები კი ალბომებში მხოლოდ საუკეთესო სიმღერების შეტანას აპირებდნენ. მათ წაუყენეს სტივს პირობა - მას ნებისმიერი რაოდენობის სოლო-ალბომების გამოცემის უფლება ექნებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ჯგუფში ამ პრინციპით იმუშავებდა. სტივი არ დათანხმდა და ეს დისკი იქცა მის უკანასკნელ ნამუშევრად ჯენესისთან.
დარჩენილმა სამმა წევრმა - კოლინზი, რეზერფორდი, ბენკსი, - გააგრძელეს მუშაობა როგორც ტრიო და ჩაწერეს ალბომი
And Then There Were Three - მათი პირველი პლატინის ალბომი, სადაც უკვე ჯგუფის მუსიკას აღარაფერი ეტყობა საერთო მათ ადრეული ალბომების მუსიკასთან. მას მოჰყვა მსოფლიო ტურნე და გაცილებით უფრო მასშტაბური სასცენო წარმოდგენების დრო დაიწყო. ამ შემადგენლობით ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობის პიკს მიაღწია. მათ ჩაწერეს რამდენიმე ალბომი -
Duke,
Abacab,
Genesis,
Ivisible Touch. აქედან უკანასკნელი არის ბენდის კომერციულად ყველაზე მომგებიანი ალბომი და მასში შედის ისეთი ცნობილი სიმღერები როგორიცაა Invisible Touch, Tonight, Tonight, Tonight, Land of Confusion. ბოლო ალბომების სიმრერებზე გადარებულია კლიპებიც.
ტრიოს წევრებმა სოლო ალბომებიც გამოუშვეს ამასობაში, საიდანაც ყველაზე წარმატებული ფილ კოლინზი გამოდგა თავისი ალბომით
Face Value. ყოფილმა წევრებმაც, ჰეკეტმა და გებრიელმა, გააგრძელეს საკმაოდ წარმატებული სოლო კარიერა. გადატვირთული საკონცერტო გრაფიკით ისევე როგოც ჯგუფში ასევე სოლო კარიერაში, ფილ კოლინზი ძალზედ გადაიღალა.
5 წლიანი პაუზის შემდეგ მათ გამოსცეს ალბომი
We Can't Dance რომლის შემდეგაც ფილ კოლინზმა დატოვა ჯგუფი. მან განაცხადა რომ დრო იყო შეეცვალა მიმართულება, იგი დაწერდა მუსიკას ფილმებისთვის, ჯაზ პროექტებისთვის, და რათქმაუნდა სოლო კარიერისთვის.
დარჩენილმა ორმა წევრმა, რეზერფორდმა და ბენქსმა, მოიწვიეს ვოკალისტი
რეი ვილსონი და გამოუშვეს უკანასკნელი სტუდიური ალბომი
Calling All Stations. ბევრმა ჯენესის ფანმა არ მიიღო რეი ჯგუფის რიგებში და ეს აღიბეჭდა ალბომის და კონცერტის ბილეთების გაყიდვის რაოდენობაზე. მათი დაგეგმილი ამერიკული ტურნე გაუქმდა. კოლინსიც კმაყოფილი არ დარჩენილა მისი რეით ჩანაცვლებით.
1998 წელს ბენქსი, კოლინზი, გებრიელი, ჰეკეტი, ფილიპსი, რეზერფორდი და სილვერი შეიკრიბნენ და აღნიშნეს ჯენესისის არქივის 1967-75 გამოშვება. გამოიცა სიმღერა The Carpet Crawlers-ის ახალი ვერსია. 2007 წელში ბენქსმა, კოლინსმა და რეზერფორდმა ჩაატარეს ტურნე, მათ უნდოდათ ასევე ჰეკეტს და გებრიელს რომ მიეღოთ მონაწილეობა თუმცა გებრიელმა ბოლო მომენტში ვეღარ შეძლო, ამის გამო კი ჰეკეტმაც უარი თქვა. ბენდმა ტურნე ჩესტერ ტომსონთან და დერილ სტურმერთან ერთად ჩაატარა.
ჩემი ძირითადი გადმოწერის წყაროს წარმოადგენს
http://www.rutracker.orgდისკოგრაფიის გადმოწერისთვის გირჩევდით შემდეგ ლინკებს:
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4046879http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2549422ამეებიდან მე უპირატესობას ვანიჭებ 1994 Definitive Remaster-ებს. 2007 წლის რემასტერები საშინლად არ მომწონს.
ვიდეო მასალის გადმოსაწერად:
უპირველეს ყოვლისა
http://tinyurl.com/amn4k93 - ერთადერთი HD ჩანაწერი პიტერ გებრიელის და ჰეკეტის დროიდან, რომელიც ჩემთვის ბენდის საუკეთესო პერიოდს წარმოადგენს.
აქ კი DVD-ები -
http://rutracker.org/forum/tracker.php?f=1783&nm=genesis This post has been edited by zuri on 20 Jul 2013, 05:50