გამარჯობათ
ეს დახვეწილი მოდელი იმსახურებს ცალკე თემის გახსნას მემგონი და აგერ ვხსნი კიდევაც. პირველ რიგში მოვყვები რატომ გადავწყვიტე ამ მანქანის ყიდვა გეტყვით,რამოდენიმე ჩემს ახლობელს ყავს და მომეწონა მისი თვისებები რომელსაც ბევრი მძღოლი აღნიშნავს .
1.დახვეწილი დიზაინი
2.საკმარისი სიმძლავრე
3.რესურსიანი ძრავი
4.ეკონომიური წვა როგორც მექანიკის ისე ტიპტრონიკის შემთხვევაშიც (შეფარდებით მსგავსი სიმძლავრის ავტომობილებთან)
5.საკმაოდ დინამიური სიარული(არ გაძლევს მოდუნების საშუალებას)
ჩამოვთვლი მის მინუსებს ,რომლებსაც რათქმაუნდა ვპატიობთ მოყვარულები.(სუბიექტურია აზრია რათქმაუნდა)
1.უკან ორი კაცზე მეტი ვერ ჯდება.
2.ბევრ მოდელს არ აქვს მონიტორი.
3.არ აქვს ამერიკულ მოდელებს შავი ჭერი,ყველას აქვს ვერცხლის ფერი ჭერი.
აქვე გეტყვით რომ ბევრი წავიკითხე უცხოურ ფორუმებზეც ამ მოდელის შესახებ და საკმაოდ კარგი შეფასებით სარგებლობს,ველოდები თქვენს აზრებს.
* * *
სად ხართ ე92- ის ფანებო აშკარად ცოტანი ვართ
This post has been edited by Fantast1k on 25 Oct 2015, 20:10