ვერავინ ვერ გადამარწმუნებს,რომ ეს ასე არ არის.
ცოტა ხნის წინ,როგორ ტონკად შემოაგდეს კოდუა-კოლომოისკის შეხვედრის თემა.ყველამ დაიწყო საუბარი ამ
შეხვედრაზე,მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი დღემდე არ ჩანს.ჰოდა,ჰოი,საოცრებავ,ენდიაის კვლევების გამოქვეყნებიდან
სულ ცოტა ხანში დაიდო ეს ვიდეო,თან,უკრაინულ ტელევიზიაში,რუსული ტიტრებით.ჰოდა,შემოაგდეს მეორე
თემა,აი,თურმე რატომ შეხვედრია კოდუა კოლომოისკის! სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოები მიუყიდია ოლიგარქისთვის!
ატყდა ერთხელ უკვე გამოვლილი ვაი-ვიშვიში,გინება,წყევლა-კრულვა,აი,ვინ ყოფილან ნაციონალები,ეგენი უნდა
დაიხვრიტონ,ნაცპარტია უნდა აიკრძალოს და ა.შ. იმართება პატარ-პატარა აქციები ნაცების ოფისთან და ზუგდიდში,
წამების კადრების საჯარო ჩვენება.ესეც უკვე ნანახი გვაქვს.ვინ ხელმძღვანელობს ამ "საპროტესტო აქციებს"?
პოლიციასთან ჩაბრატებული სადღობელაშვილი და მისი შანტრაპა.ზუგდიდშიც იგივე ხალხი,საკრებულოსა და
მერიის მაღალჩინოსნები.როგორც აკოფა ამბობს "ხანუმაში","სახეზე გატყობთ კმაყოფილებას,ვიწყებთ მეორე განყოფილებას!"
ესაა რა!
ვიღას ახსოვს "გაზპრომი",ენდიაის კვლევები,"რუსთავი2-ის" სასამართლო,ხალხის უკმაყოფილება და გაჭირვება!