დიდი ხანია ამ ფორუმზე ვარ,მართალია მენანება მაგრამ გემშვიდობებით დიდი ხნით,გძეტა 5 წელი მინიმუმ.
მიუხედავად განსხვავებული შეხედულებისა უმრავლესობა კარგი ხალხი ხართ,არ დაჭამოთ ერთმანეთი,არ ღირს პოლიტიკა მაგ ამბად რო ჩვეულებრივმა ქართველებმა ერთმანეთო ვჭამოთ,წყალნი წავლენ ქვიშანი დარჩებიანო თუ როგორცაა,ნუ იტოგში მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად და პოლიტიკოსები მაინც სულ კარგად არიან ისედაც.
გისურვვებთ იმ კარგი სურვილების ახდენას რაც გაქვთ ჩაფიქრებული,დასაოჯახებლებს დაოჯახებას,დაოჯახებულებს გამრავლებას, ხვავს და ბარაქას,პმ-ში ვინც მწერდა იმ გოგოებს მადლობა და ბოდიში რო ვერ შეგხვდით,იმპოტენტი კი არ ვარ,პროსტა ცოლი მყავდა და ვერ ვუღალატებდი ვერც იმას და ვერც თქვენ ვერ მოგატყუებდით რო თავისუფალი ვარ თქო

განსაკუთრებული მადლობა ,ინდა გადავუხადო იმ უცნობ ადამიანებს ვინც ცუდ მომენტში გვერდში დამიდგა,თვითონ იციან ვისაც ვგულისხმობ და მიუხედავად იმისა რომ უარზე არიან მაინც მინდა ეგ სიკეთე დავუბრუნო,სასიამოვნო სიურპრიზს მაინც ვპირდები მათ,გაიხარეთ ბიჭებო.
ამ ბოლო პოსტს ვტოვებ იმ იმედით რომ როცა დავბრუნდები ჩემი ლამაზი და გემრიელი ქვეყანა უფრო ლამაზი და ბედნიერი დამხვდება და ეს ნატანჯი ხალხიც ცოტა მაინც ამოისუნთქებს და მატერიალურად და სულიერად ცოტათი მაინც წელში გაიმართება.
საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით,ვისაც იმედები გავუცრუე ან ვაწყენინე იმედია მაპატიებს,აწი შორიდან შემოვიხედები ხოლმე თუ დრო მექნა

ვსიო წავედი თორე რეისზე დამაგვიანდება.