პრაქტიკულად მაფიოზური ორგანიზაციაა დღევანდელი საპატრიარქო
ამის მერე ზოგიერთი კიდევ გამოვა და მორალის კითხვას დაიწყებს...
თემა აბსოლუტურად პოლიტიკურია ვინაიდან წვეროსნები ძალიან აქტიურ როლს თამაშობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
სამწუხაროდ წინა ხელისუფლებამ უდიდესი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა ეკლესიასთან მიმართებაში, რასაც ვერასდროს ვერ ვაპატიებ მათ!
ფრთების შეკვეცვის მაგივრად უფრო მეტად გააძლიერეს ფინანსურად და გავლენებით!
დღევანდენ ხელისუფლებაზე ხომ საერთოდ არ მაქვს საუბარი. სწორედ წვეროსნებმა ითამაშეს სერიოზული როლი ქოცების ხელისუფლებაში მოსვლაში.
საპატრიარქოს ფინანსური წილები კაზინოებთან და ქვეყნის სიმდიდრეები რომელსაც ეკლესია ფლობს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა, ხოლო საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული კრწანისის ტყე-პარკი მთავრობამ დაიბრუნა.
საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბობოყვათის რეზიდენცია - არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთი ნაკვეთი, რომლის ფართობია 149 796 კვადრატული მეტრი, მასზე არსებული 18 ნაგებობითა და მოძრავი ქონებით.
საპატრიარქოს ასევე გადაეცა რეზიდენციის მიმდებარედ სანაპირო ზოლი, რომლის ფართობია 11 810 კვადრატული მეტრი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, საპატრიარქოს უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცა. ხელშეკრულება საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის 49 წლის ვადით დაიდო.
საქართველოს საპატრიარქოს, პრეზიდენტ სააკაშვილის 2010 წლის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა თბილისში - კრწანისის ტყე-პარკი და მის მიმდებარედ ფონიჭალაში, აღთაკლიაში, ყარაჯალარში, ასევე ქ. რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიები; მთლიანობაში 7 მილიონზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი და მასზე არსებული 2500 კვ/მ-ზე მეტი ფართობის შენობა-ნაგებობა. განკარგულების მიხედვით, საპატრიარქოს ამ მიწის გასხვისების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ამის უფლება ცოტა ხნის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა მიანიჭა, რითაც საპატრიარქომ უკვე ისარგებლა და მიწის ნაკვეთი მესამე პირს გადასცა.
საქართველოს მთავრობა ბობოყვათის რეზიდენციის გაყიდვას 25 მილიონად აპირებდა რეზიდენციის გაყიდვა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის ნაწილი იყო, რაც აქტუალური ლარის კურსის გაუფასურების შემდეგ გახდა.
გასული წლის 4 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააუქმა პირობა, რომელიც უძრავ ქონებაზე საპატრიარქოს უფლებას ზღუდავდა. ამით საპატრიარქოს მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის ფართობის გასხვისების უფლება მიეცა (მთავრობას, პრეზიდენტის მიერ დადგენილი საპრივატიზებო პირობის გაუქმების უფლება 2013 წლის სექტემბერში „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებით მიეცა. ამ ცვლილებით მთავრობას შეუძლია დაადგინოს არსებულისგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობა, რის შემდეგაც პრეზიდენტის აქტით ადრე დადგენილი შესაბამისი პირობა უქმდება).
2015 წლის 21 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ მის მიერვე მიღებული ის განკარგულება გააბათილა, რომლითაც საპატრიარქოსთვის ადრე განსაზღვრული საპრივატიზებო პირობა გააუქმა.
ამ ათ თვეში კი, გასხვისების კანონიერი უფლებით აღჭურვილმა საქართველოს საპატრიარქომ 1 ლარად მიღებული სახელმწიფო ქონება სხვა კომპანიის საკუთრებად დაარეგისტრირა და მომავალში მოგების მიღების მიზნით გარიგების საგნად აქცია. საქართველოს საპატრიარქომ, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება უშუალოდ არ აქვს, შპს „ემ&სი ჯორჯია ჰოლდინგთან" ერთად, 2014 წლის 5 აპრილს შპს „კრწანისის პარკი" დააფუძნა. ამ ახალ კომპანიაში წილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 25% - საპატრიარქოს, ხოლო 75% - „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგს". დაფუძნების ოქმს ხელი მოაწერეს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობაშვილი) და „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორმა რატი ღვამბერიამ. „კრწანისის პარკის“ გენერალურ დირექტორადაც რატი ღვამბერია დაინიშნა.
„ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგი“ თავის მხრივ „კრწანისის პარკის“ დაფუძნებამდე ოთხი დღით ადრე, 2014 წლის 1 აპრილსაა დარეგისტრირებული. „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი კი რომანოზ მოსულიშვილია, რომელიც „ბათუმელების" მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით სხვა რაიმე სახის ბიზნესს არ ეწევა. რომანოზ მოსულიშვილი ორი წლის წინ „ქართული კაზინოს ჯგუფის“ წილების გასხვისებისას რატი ღვამბერიას ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
ერთ დღეში დაფუძნებული „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის“ იურიდიულ მისამართად მითითებულია შპს "ეს ჯი კომპანის" საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, გერგეთის #3-ში. ამავე მისამართზე იყო დარეგისტრირებული „ქართული კაზინოს ჯგუფიც". "ეს ჯი კომპანის" დირექტორი კი მამუკა ღვინიაშვილია.
გერგეთის #3-შია რეგისტრირებული შპს „კრწანისის პარკიც“ და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, რომლის დამფუძნებელი შპს "მზერა TV"-ის ყოფილი მფლობელი ივანე ჩხარტიშვილია. ფონდის გენერალური დირექტორია „მზერას“ ამჟამინდელი მფლობელი ნანა გოთუა, ხოლო საპატიო პრეზიდენტი - კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე.
„ქართული გალობა", რომელიც წესდების მიხედვით „აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საპატრიარქოსთან", 2013 წელს დაარეგისტრირა მამუკა ღვინიაშვილმა (როგორც ივანე ჩხარტიშვილის წარმომადგენელმა).
ღვინიაშვილი 100%-იან წილს ფლობს შპს „საქართველოს საარბიტრაჟო პალატასა“ და „ემჯი ჰოლდინგში", ხოლო წილების ნახევარს შპს „ინტერნეშენელ ლიგალ კონსალტინგში".
სწორედ მამუკა ღვინიაშვილმა შეახვედრა საპატრიარქოში ერთმანეთს ნოტარიუსი მაია ლაგურაშვილი და ილია მეორე, რა დროსაც პატრიარქმა ეკლესიის სახელით სპეციალური უფლებამოსილება მიანიჭა ქორეპისკოპოს იაკობს შპს „კრწანისის პარკის" დასარეგისტრირებლად და ამასთან დაკავშირებულ შემდგომი პროცედურების ჩასატარებლად. რწმუნებულება ქორეპისკოპოსზე განუსაზღვრელი ვადითაა გაცემული.
მამუკა ღვინიაშვილის თქმით, ის საწყის ეტაპზე გარკვეულწილად იყო ჩართული „კრწანისის პარკის" შექმნის პროცესში, თუმცა დეტალური ინფორმაცია არ აქვს: „ამ კომპანიის დაფუძნების მიზანს წარმოადგენდა საინვესტიციო საქმიანობა. გეგმები ძალიან დიდია იმ ქონებაზე, რომელსაც ეს კომპანია ფლობს. რამდენადაც ვიცი, მნიშვნელოვანი და დიდი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს. თუმცა, მე, სამწუხაროდ, ზოგადი ინფორმაცია მაქვს, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ არ გამოგადგებათ".
როგორც კრწანისის პარკის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება: „ამხაზველები უკვე დადიან პროექტის შემუშავების მიზნით. დიდი მშენებლობა იგეგმება. ვიცით, რომ ფულიანი ხალხია. ნახაზები უკვე გაკეთებული აქვთ - დასასვენებელი ადგილივით იქნებაო, კორპუსები და ა.შ."
თბილისის მერიის პრესსამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ქალაქის შესაბამის სამსახურებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიასთან დაკავშირებით, რაიმე პროექტი ან განცხადება ნებართვის მიღებაზე არ შესულა.
წესდების მიხედვით, შპს „კრწანისის პარკის" მიზანი ცალსახად მოგების მიღებაა, ძირითადი საქმიანობის საგანი კი - მშენებლობა, საინვესტიციო საქმიანობა, წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, რეალიზაცია და კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა.
წლიური წმინდა მოგება პარტნიორებზე საწესდებო კაპიტალში არსებული წილის პროპორციულად ნაწილდება, ანუ მოგების 25% საპატრიარქოს, ხოლო 75% - „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგს".
„კრწანისის პარკის" კაპიტალში საპატრიარქომ ზემოაღნიშნული ქონება მთლიანად ჩადო (მეტიც, დაუმატა 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი ფონიჭალაში, რომელიც საპატრიარქოს 2006 წელს გადაეცა). მთელი ეს უძრავი ქონება, რომელიც საპატრიარქომ 1 ლარად მიიღო, უკვე არა საპატრიარქოს, არამედ შპს „კრწანისის პარკის" საკუთრებაში აღმოჩნდა.
რაც შეეხება „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის" შენატანს საწესდებო კაპიტალში, წესდებაში აღნიშნულია, რომ ასეთს წარმოადგენს „ფულადი და არაფულადი შენატანი". მაგრამ თუ ის დაარღვევს ფულადი შენატანის გეგმა-გრაფიკს, საპატრიარქოს უფლება აქვს გავიდეს საზოგადოებიდან და დაიბრუნოს მის მიერ კაპიტალში ჩადებული ქონება.
შპს „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგმა" საკუთარი ხარჯებით უნდა მოამზადოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჩადებული ქონების განაშენიანების გეგმა, სამშენებლო პროექტის მომზადება და ტერიტორიის მოწესრიგება. ამ სამუშაოების განხორციელებისთვის ფინანსები მხოლოდ „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგმა" უნდა გაიღოს.
„ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგს", რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ საპატრიარქოსთან ერთად „კრწანისის პარკი" დაეფუძნებინა, დოკუმენტებით სხვა ქონება/კაპიტალი არ გააჩნია. საპატრიარქო, ასევე „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგიც", როგორც პარტნიორები, „კრწანისის პარკის" წესდების მიხედვით იტოვებენ უფლებას, გაყიდონ ან სხვა გზით დათმონ კაპიტალში მათი წილი ან წილის ნაწილი. თუმცა, იმავე წესდებით, „კრწანისის პარკის“ რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში (ანუ 2016 წლის მაისამდე) პარტნიორებს არ აქვთ უფლება გაყიდონ ან/და გირავნობით დატვირთონ წილები ან წილის ნაწილები.
ვინ დააფინანსებს ტყე-პარკის განაშენიანების სამუშაოებს, ჯერჯერობით უცნობია. „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგი" და საპატრიარქო კი თანხმდებიან, რომ „არ გაახმაურონ „კრწანისის პარკის" საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია".
31 წლის რატი ღვამბერია შპს „ქართული კაზინოს ჯგუფის" 25% წილის მფლობელიცაა. „ქართული კაზინოს ჯგუფის" 75% წილს კი ფლობს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „STORM BRAIN IN- TERNATIONAL B.V.“
„ქართული კაზინოს ჯგუფის" გარდა რატი ღვამბერია ხელმძღვანელობდა რამდენიმე კომპანიას: „ჰელს მედსინ", „კლარენ ჯორჯია", „ალუმაქს ჯორჯია", „ბლექ სი ინდასტრი", „ჰელს მედსინ", რომელთა პარტნიორებს შორის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიებიც არიან. რატი ღვამბერია დირექტორია შპს „ბლექ სი ქოლდის" (რომლის პარტნიორები არიან: ივანე ჩხარტიშვილი - 50%, გიორგი ლაშხი - 50%).
რატი ღვამბერიას ივანე ჩხარტიშვილის წარმომადგენლად ასახელებს თურქი ბიზნესმენი ომერ სარი. „სტამბულში, ჩემს ოფისში მოვიდა ჩხარტიშვილის წარმომადგენელი რატი ღვამბერია და გარიგება შემომთავაზა, 200 ათასი ლარის სანაცვლოდ დაწყებული საქმეების წარმოება შემეწყვიტა. კერძოდ, საჩივრები გამოვიტანო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან და ასევე პროკურატურიდან", - ეს განცხადება ომერ სარიმ შარშან გააკეთა. ის ითხოვს გამოძიებამ დაადგინოს, სად წავიდა 3 მილიონი დოლარი და დაბრუნდეს თანხა კომპანიაში, რომელშიც მასაც აქვს წილი. ასევე მოითხოვა დაიკითხოს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რატი ღვამბერია და ივანე ჩხარტიშვილი.
„ბათუმელები" ომერ სარის წარმომადგენელს მამუკა კაკუშაძეს დაუკავშირდა: „ბატონი ომერი ადასტურებს, რომ რატი ღვამბერია იყო მასთან ჩასული და ის ბატონმა ვანომ გააგზავნა, როგორც „სონატა ალიანს ჯორჯიას" წარმომადგენელი. ჩხარტიშვილი თავად ამბობს, რომ ეს მისი კომპანიაა... ეს საქმე ჯერ კიდევ „ფინანსურ პოლიციაშია".
2014 წლის 25 ნოემბერს შპს „კრწანისის პარკმა" საპატრიარქოს თანხმობით შპს „კრწანისი დეველოპმენტი" დააფუძნა. ეს კომპანიაც თბილისში, გერგეთის #3- შია დარეგისტრირებული; კომპანიის მიზანი მოგების მიღებაა და მის დირექტორადაც რატი ღვამბერია დაინიშნა. შპს „კრწანისი დეველოპმენტში" „კრწანისის პარკი" 900 000 ლარის საწესდებო კაპიტალით შევიდა და მის მთლიან წილს, ასივე პროცენტს ფლობს.
„კრწანისი დეველოპმენტმა" გასული წლის დეკემბერში, იჯარით აიღო (2019 წლამდე) თბილისში, ჩოლოყაშვილის გამზირზე მდებარე (194 კვ/მ) ფართობი, რომელიც ფეხბურთელ შოთა არველაძეს ეკუთვნის.
„კრწანისი დეველოპმენტში", დაფუძნებიდან ერთი თვის შემდეგ, დირექტორად რატი ღვამბერიას ნაცვლად გიორგი ნადარეიშვილი დაინიშნა, რომელიც შპს "აგროტეკში" წილების 47,5%-ს ფლობს.
საპატრიარქოზე 1 ლარად გადაცემული მიწებიდან სახელმწიფომ გარკვეული ფართობი თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობისთვის უკან მოითხოვა. შპს „კრწანისის პარკის" პარტნიორთა კრებამ კი, რომელსაც მეუფე იაკობი და რატი ღვამბერია ესწრებოდნენ, გადაწყვიტა - გადაეცეს მიწის ნაკვეთები (ჯამში 18 ათას კვ/მ-ზე მეტი) მუნიციპალური განვითარების ფონდს, ხოლო რატი ღვამბერიამ უზრუნველყოს მიწების სანაცვლოდ სახელმწიფოსგან „შესაძლო კომპენსაციის მიღება, რომელსაც კომპანიის მიზნებისთვის გამოიყენებს".
სახელმწიფომ „კრწანისის პარკთან“ დადებული ხელშეკრულებით უკან მხოლოდ ფონიჭალაში 16 852 კვ/მ მიწის ნაკვეთი დაიბრუნა.
„მუნიციპალურ განვითარების ფონდსა და შპს „კრწანისის პარკს“ შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომელიც დასრულდა 2014 წლის ნოემბერში და გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება მიწებზე... სამწუხაროდ, ინფორმაციას ფინანსური მხარის შესახებ, კომპენსაციის ოდენობაზე, ვერ მოგაწვდით, რადგან არ გვაქვს უფლება, გავცეთ პერსონალური ინფორმაცია კონტრაქტის მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ შპს „კრწანისის პარკის“ ადმინისტრაციას“, – გვიპასუხეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. შპს „კრწანისის პარკის" დაფუძნებამდე ილია მეორემ 2011 წლის მაისში კიდევ ერთი შპს „საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების ფონდი" დააფუძნა. საქმიანობის საგნად „საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა-განვითარება" დაისახა. წესდებით ამ კომპანიასაც აქვს უფლება „მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული".
ამავე განკარგულების მიხედვით, 21 სექტემბრის შემდეგ 60 დღის ვადაში საპატრიარქომ სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს მის მფლობელობაში არსებული შპს "კრწანისის ტყე-პარკის" 100%, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით საპატრიარქოს 2010 წელს 1 ლარად გადაეცა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს "კრწანისის ტყე-პარკს", რომლის მიზანი მომგებიანი საქმიანობაა, 25%-ს საპატრიარქო, ხოლო 75%-ს კომპანია „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგი" ფლობს. კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მფლობელები სამშენებლო საქმიანობის დაწყებას აპირებდნენ.
„ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგი" 2014 წლის 1 აპრილსაა დარეგისტრირებული. რეესტრში განცხადება ამავე დღეს აქვს შეტანილი რატი ღვამბერიას. „ემ & სი ჯორჯია ჰოლდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი კი რომანოზ მოსულიშვილია. რომანოზ მოსულიშვილი ორი წლის წინ „ქართული კაზინოს ჯგუფის“ წილების გასხვისებისას რატი ღვამბერიას ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
"პირველი ნიუსის" ცნობით, საქართველოს საპატრიარქოს ღრმა ფინანსური ურთიერთობები აქვს კაზნო "შანგრილასთან" რომელიც საპატრიარქოს გვერდით მდებარეობს. დაუზუსტებელი ცნობით, აღნიშნული კაზინო ყოველთვიურად საპატრიარქოს რამდენიმე ათასს უხდის. "პირველმა ნიუსმა" კომენტარისთვის კაზინოს მენეჯმენტს მიმართა თუმცა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი "შანგრილას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლავრენტი გუბინმა არ გააკეთა.
http://1news.ge/index.php?id=430 This post has been edited by Borati on 6 Oct 2015, 13:27
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
რკინის კარს უკან გამოკეტილებს სოსო გვიტყნავდა ყველას კეთილებს...
Божий შვილი ვიყო!
მხოლოდ სომხებს არ ვევასებით, დანარჩენებს ყველას ყ---ე ვკიდივართ!
ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში@ბატონიბიძინი
Rejoice O young man
in thy youth...
თы ыრ მыგვыწыნыბы , გыდыვыრჩыვთ.
ყლეებო თქვენა.