არსებობს სტერეოტიპი, რომ მოძრაობის წესებს ყველაზე ხშირად და უხეშად BMW-ს მარკის მანქანის მძღოლები არღვევენ, დადიან სწრაფად და გარშემომყოფებს საფრთხეში აგდებენ.
თუმცა, ორგანიზაცია JumpStart Georgia-ს ახალი ინფოგრაფიკით ირკვევა, რომ ადგილობრივ გზებზე სიჩქარის გადაჭარბების გამო მიღებული ჯარიმებით პროცენტულად პორშე ლიდერობს. ინფორმაცია ამის შესახებ შსს-დან გამოითხოვეს.
გინახავთ პორშე თბილისში? მე არა. ყოველ შემთხვევაში, ყოველდღე ნამდვილად ვერ ვხედავ. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ცოტაა. ალბათ, მაქსიმუმ 10. აქედან ხუთს გაზზე ჰყავს გადაყვანილი, ორს - მამამისი არ უშვებს თუ კარგად არ მოიქცევიან და დანარჩენი სამი - დაჰქრის აქეთ-იქით.
მაგრამ რეალობა უფრო გასაკვირია. საქართველოში 675 პორშე ყოფილა რეგისტრირებული. 675, კარლ! და ამ 675 მანქანიდან 83%-ს აქვს მიღებული ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ანუ 675 მანქანიდან სიჩქარეს 530 აჭარბებს.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გავიდა ლექსუსი. 5 385 რეგისტრირებული მანქანიდან 66% (ანუ 3554) ამეტებს სიჩქარის ლიმიტს.
მესამეზე გავიდა BMW. არა! მესამეზე გავიდა ლენდ როვერი. ამ შემთხვევაში გადაჭარბების 48%-იანი მაჩვენებელი გვაქვს.
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, BMW გავიდა მეათე ადგილზე. საქართველოში რეგისტრირებული BMW-ების მხოლოდ 33% აჭარბებს სიჩქარეს - ანუ, 56 723 მანქანიდან "მხოლოდ" 18 718 იქცევა უმსგავსოდ! რაოდენობრივად ბევრია, მაგრამ პირველი ადგილისთვის - არასაკმარისი.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, BMW-ზე სწრაფად კიას, ტოიოტას, მინი-კუპერის, ინფინიტისა და ჰიუნდაის მძღოლები დადიან.
რაოდენობრივად კი, ყველაზე ცუდი მძღოლები მერსედესს მართავენ. 146 380 რეგისტრირებული ავტომობილიდან, 48 305 იღებს ჯარიმას გადაჭარბებული სიჩქარის გამო.
ზღარო