#45868176 · 5 Oct 2015, 19:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი
საქმე ეხება სავაჭრო ფართს, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში უშუალოდ სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე. ე.წ სტამბულის ბაზარი მოიცავს ასეულზე მეტ საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტს და რამოდენიმე ათეული წელია წარმოადგენს ქალაქში ერთ-ერთ (თუ არა ერთადერთ) სავაჭრო დანიშნულებას, რომელზეც მოდის რუსთავში რეალიზებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, სურსათის,სამეურნეო დანიშნულების ნივთების, ავეჯის, ტანსაცმლისა და სამშენებლო მასალების მნიშვნელოვანი წილი.
რაც შეეხება თვითონ ფართს, მისი მოცულობაა 4250 მ2, განთავსებულია 2 სართულიანი 2000 მ2-მდე სავაჭრო კომპლექსი. ბეტონის საფარით მოწყობილია 3150 მ2 ავტო სადგომი (რისი ფუფუნებაც ქალაქში მდებარე არც ერთ სავაჭრო ობიექტს არა აქვს). გარდა იმ უპირატესობისა, რომ ობიექტი მდებარეობს ბაზრის ტერიტორიაზე, მას გარს აკრავს მჭიდროდ დასახლებული არაერთი მიკრორაიონი და მიუხედავად იმისა რომ ადგილზე დღის განმავლობაში ხალხის მასისა და ავტომანქანების საკმაოდ დიდი კონცენტრაციაა, ობიექტამდე მიმსვლელი რამოდენიმე ცენტრალური და საუბნო გზის გამო ეს შეფერხებას არ ქმნის. კომერციული ფართი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნებისმიერი პროფილის ვაჭრობისათვის და ამასთან შესაძლებელია განხილულ იქნეს ნებისმიერი ფორმატის თანამშრომლობა. არ ვიცი ფორუმის რესურსი, მაგრამ კარგი იქნებოდა დამეინტერესებინა ხალხი, ვინც უკვე მუშაობს კონკრეტული მიმართულებით საქონელის შემოტანა/რეალიზაციაზე და ბაზრის შესაბამის სეგმენტთან დაკავშირებით აქვს საფუძვლიანი ცოდნა. ამ შემთხვევაში ფართის მდებარეობიდან და მასზე არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, საქონლის ხარისხისა და ფასის კარგი თანაფარდობის გათვალისწინებით ყველა პირობაა იმისათვის რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს.
|