#45883150 · 7 Oct 2015, 15:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაფერი 2016 ში დაიწყო,ოქტომბერს. მაშინ არჩევნები ჩატარდა.ხალხი ახალი მთავრობის მოსვლასა და პრობლემების მოგვარებას ელოდა, მაგრამ იმედები ყველას მალევე გაუცრუვდა. მიუხედავად "კონკურენციისა" და გაყალბების უამრავი მცდელობისა, წინა მთავრობა არჩევნებში მაინც დამარცხდა. სათავეში მოსულთ კი გამოცდილების ნაკლებობა სახეზევე ეტყოვოდათ. გამოუცდელობას დაერთო ზედმეტად გართულებული პირობები ქვეყანაში. ეკონომიკა კოლაფსის ზღვარზე, ლარს უკვე უბრალო ქაღალდის ფასი ჰქონდა, ევროკავშირში შესვლაზეც საბოლოოდ უარი განგვიცხადეს, მაგრამ დაგვპირდნენ, რომ ლოცვებში მოგვიხსენიებდნენ, რადგან ახლა უკვე ღმერთს მიგვაბარეს. ამ დროს კი წითელი დათვი ზამთრის კრიზისული ძილიდან გამოვიდა და აქტიური მოქმედებები დაიწყო.მისი მთავარი მიზანი აზერბაიჯანი იყო,მაგრამ რადგანაც სახმელეთო საზღვარი საქართველოზე გადიოდა, ამ ადგილის აღება ზედმეტ ხარჯებს შეამცირებდა მათთვის. ჯერ აფხაზეთი ოფიციალურად შეუერთდა რუსეთს, შემდეგ ოსეთი, შემდეგ ყირიმიც შეიერთეს და ისევ საქართველოს დაუბრუნდნენ. რუსეთს ევროპული სანქციებისადმი თითქოს იმუნიტეტი გაუჩნდა. ამ ყველაფერს მისი გერმანიასთან სავაჭრო ხელშეკრულებაც ემატებოდა, რაც ქვეყნის ეკონომიკას ასულდგმულებდა. ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთების შემდეგ აჯანყებების ახალი ტალყა დაიწყო. რაღათქმაუნდა რუსების დახმარებით, ჯავახეთში მცხოვრებმა სომხებმა დამოუკიდებლობა მოითხოვეს. საქართველოს ახალ მთავრობას ჯერ სრულად ვერ გაეთვითცნობიერა, თუ რამხელა პრობლემის წინაშე იდგა, როცა თავს უარესი დაატყდა. თავდაცვის ახალმა მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრა განიზრახა, მაგრამ ტვინგამორეცხილ ბრბოსთან ვერაფერს გახდნენ. ისინი დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ და არაფერს დამოუკიდებლობის გარდა. პრობლემის უკიდურესი გართულების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მთავრობამ სამხედრო ძალის გამოყენება და გამოსვლების ამ გზით ჩახშობა სცადა. ომი მალევე დაიწყო. როგორღაც აჯანყებულთა არსენალში ტანკები გაჩნდა. შემდეგ ჯავშანმანქნები დიდი რაოდენობით და ბოლოს ისეთი ტექნიკაც კი, როგორიც საქართველოს არც არასოდეს ჰქონია.ბრძოლების დიდი ნაწილი მცირე დანაკარგებებით მთავრდებოდა, მაგრამ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება ხალხს აღარ შეეძლო, ომი კი პირდაპირ დარტყმას ახდენდა ეკონომიკაზე. ომის დაწყებიდან ორ თვეში, დედაქალაქში, საპროტესტო ტალღა ავარდა. ხალხი ომის დამთავრებას ითხოვდა და მთავრობას მოუწოდებდა ეკონომიკისათვის მიეხედა. ხელისუფლება კი საბოლოოდ აირია.აქციები უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, ამიტომ მთავრობამ თავის დაზღვევის მიზნით მათი დაშლა გადაყწვიტა. ერთი მეორის მიყოლებით დაშვებული შეცდომები საბოლოოდ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ომი თბილისში დაიწყო და ორ კვირაში თბილისშივე დასრულდა, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ჩვენი ჩრდილოელი მეგობრისათვის საკუთარი, უკვე კარგად დამუშავებული გეგმა სისრულეში მოეყვანა. რუსული ჯარი დაღესტნიდან საქართველოში შემოვიდა "მშვიდობის დამყარების" მიზნით. მათი ოფიციალური მიზეზი კი თავისუფალ ხალხთა, ჯავახთა დახმარება აღმოჩნდა, რომლებიც შველას რატომღაც რუსებს სთხოვდნენ. რუსულმა ჯარებმა კახეთი სწრაფადვე დაიკავეს.წინააღმდეგობა მათთვის თითქმის არავის გაუწევია. მეტიც, იყვნენ ისინიც, ვინც რუსულ ჯარს გახარებული ეგებებოდა. სანამ ჯარის ერთი ნაწილი აღმოსავლეთში ლაგდებოდა, აფხაზეთში მეორე ნაწილი ემზადებოდა შემოსასვლელად. რუსული ჯარების საერთო რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ქართველმა თავდაცვის მინისტრმა ჯარის უკან დახევა და თბილისში მობილიზება გადაწყვიტა. თბილისში ჯერ კიდევ 2009 წლიდან თავდაცვის სპეციალური სისტემის შექმნა მიმდინარეობდა. სისტემა მოიცავდა სანგრებს, მიწისქვეშა გვირაბებს, ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვით იარაღებს და ა.შ ქალაქში არსებული სურსათის მარაგი კი ალყას მხოლოდ რამდენიმე კვირით შეაკავებდა. ზუსტად 3 დღეში რუსულმა ჯარებმა მთელი საქართველო დაიკავეს თბილისის გარდა. რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცა. უამრავი ადამიანი მოკლეს ან აწამეს. თბილისი კი ამ დროს ალყისათვის ემზადებოდა...
--------------------
...Came the end, the final end of Eternity —And the beginning of Infinity.
Ceterum censeo Russio esse delendam...
We need ®US(SI)A Military Presence. © A10
|