2016 წელს მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 57.2 მლნ–ით იზრდება
თბილისი (BPI) –
„2016 წელს 2015 წელთან შედარებით, მხოლოდ ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 57.2 მილიონი ლარით იზრდება, მაშინ როცა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება უკვე 85.1 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით 389.2 მილიონი ლარით. უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში ბიუჯეტი სოციალურ ხარჯებზეა ორიენტირებული და არ ხდება თანხების მაქსიმალურად მობილიზება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს”, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ში.
http://bpi.ge/index.php/2016-wels-mtavrobi...mln-it-izrdeba/პ.ს. როცა მთავრობა ეფექტურად მუშაობს, ნამდვილად ეკუთვნის
This post has been edited by levanius7 on 7 Oct 2015, 15:41