სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სა და წილების დაყადაღების შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი ვერსია დღევნადელ ნომერში. ქიბარ ხალვაშის თქმით, წილების დაყადაღება დავის ელემენტია, რომ წილები არ გასხვისდეს და კომპანიას არ აჰკიდონ ვალები.
“დავა ხელისუფლების ინტერესში რომ შედიოდეს, 2012 წელს პროკურატურაში სარჩელის შეტანისას რა უშლიდათ ხელს ეს საქმე გამოეძიათ,” - წერს ბიზნესმენი.
ის ინტერვიუში ასევე უარყოფს რუსთავი 2-ის მაშინდელი მფლობელებისთვის კომპანიის წართმევის ფაქტს.
ხალვაში ყურადღებას ამახვილებს შემდგომ პერიოდზეც და ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ხშირად ერეოდნენ. ამის დასტურად ქიბარ ხალვაშს მოჰყავს მაგალითები - როგორ მოსთხოვეს სამსახურიდან ნიკა ტაბატაძის გაშვება, როგორ დაუწუნეს მოჭიდავეების აქციების "ლაივ რეჟიმში" გაშუქება და ა.შ.
ხალვაში სააკაშვილთან, ბეჟუაშვილთან, კეზერაშვილთან, ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, ახალაიასთან და სხვებთან გამართული საიდუმლო შეხვედრების შესახებაც წერს, რის შემდეგაც ხალვაშს ტელეკომპანიების წილების დათმობა მოუწია, ასევე ოქრუაშვილის გირაოს ფულის გადახდა.
ბიზნესმენი ასევე აცხადებს, რომ შეისწავლის ნიკა გვარამიას, როგორც დირექტორის საქმიანობას. ეს არის ხალვაშის ინტერვიუს მცირე ნაწილი.
http://rustavi2.com/ka/news/29091
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo