ოთხი რუსული რაკეტა სირიის ნაცვლად, ირანში ჩამოვარდა
ოთხი რუსული საკრუიზო რაკეტა, რომელიც სირიის მიმართულებით, კასპიის ზღვიდან გაუშვეს, ირანში ჩამოვარდა. განცხადებას აშშ-ს ოფიციალური პირები, ანონიმურად, აკეთებენ. მათი თქმით, უცნობია, რაკეტამ გამოიწვია თუ არა ირანში რაიმე ზიანი.
ოთხშაბათს, რუსეთში განაცხადეს, რომ 26 რაკეტა 11 სამიზნე პოზიციაზე, 1500 კილომეტრის დაშორებით, ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში გაუშვეს. ხუთშაბათს მათ აღნიშნეს, რომ ყველა რაკეტა მიზანს მოხვდა.
როგორც BBC-ს წერს, ირანში რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნატომ, სირიაში რუსეთის „ესკალაციის“ თვალსაზრისით, საკუთარი მოკავშირეების დასაცავად ახალი გარანტიები გასცა.
http://news.ge/ge/news/story/155097-otkhi-...nshi-chamovarda
We are at the center of the galaxy only in our own tortured minds.