მინდა გაგიზიაროთ - მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდი"-ს შესახებ

ჩვენ ვართ თავგადასავლების მოყვარული ადამიანები. ვმოგზაურობთ და დავდივართ ყველგან, სადაც საქართველოა და მის ფარგლებს გარეთ. მოგზაურობა ჩვენი ჰობიც არის, ცხოვრების სტილიც. გვიყვარს ადამიაენბთან ურთიერთობა, ისტორიების გაზიარება, ადგილები. გვაინტერესებს რელიგიები, ფოლკლორი, ტრადიციები, ტრადიციული ტანსაცმელი, სამზარეულო... ერთგვარი ინსპირაციაა ეს ყველაფერი, რომლიც უკეთესს გვხდის.
თავიდან მხოლოდ ალპინიზმი გვაინტერესებდა. დავდიოთ მთაში. სიარულში მოხდა ისე, რომ დავიწყეთ კანიონების გავლა, მღვიმეებში სიარული (თუ სადმე რამე შესასავლელის მსგავსს ვნახავდით შევდიოდით) და ა.შ.... ბუნებრივად ამოვჩნდით კანიონინგში, დაივინგში, სპელეოლოგიაში და სხვა მიმართულებებში ჩართულები...
და ეს ყველაფერი იმ ადგილების ნახვის შემდეგ ხდებოდა, სადაც წლების განმავლობაში დავდიოდით. ამ ადგილებმა გვასწავლეს ბევრი რამ, გვაძლევდნენ მოტივაციას, რომ მეტი გვევლო და მეტი აღმოგვეჩინა. რაც უფრო მეტს დავდიოდით, მით უფრო მეტად ვხდებოდით იმას, რომ ჯერ მხოლოდ ვიწყებდით(ეხლაც ესეა). ბევრი ,,სიარული" გვაძლევდა საშუალებას, რომ შეუმჩნეველი შეგვემჩნია. ესე იყო რაჭაშიც, როცა "მურადის" მღვიმეში გასასვლელი აღმოვაჩინეთ. იქ ნაპოვნი სტალაქტიდების უნიკალურმა ფორმებმა გვიბიძგა იმისკენ, რომ ფილმი გადაგვეღო.
ესეც პირველი ფილმი:
პირველ ფილმს მეორე მოყვა...
ყოველ შაბათ-კვირას სადღაც ვართ. არ მახსენდება არცერთი ვიკენდი თუნდაც ერთი ჩვენგანი, რომ არ გასულიყო სამოგზაუროდ, სალაშქროდ...
სირთულეები ხშირად გვხდება და ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც რის გამოც დავდივართ. ყოფილა შემთხვევა, როცა სიცოცხლის გადასარჩენათად გვქონია ბრძოლა.
როცა ყველაზე რთული მომენტები დგება ჩვენს ცორებაში და ვხედავთ, რომ დაღლილობა იმატებს, მოტივაცია იკლებს, ესეთი გაგამხნევებლი შეძახილი გვაქვს:
- მთაავარია?!
- გაწყობა!
https://www.facebook.com/tetnuldi This post has been edited by janela on 8 Oct 2015, 12:27