მოკლედ,
ეტყობა დიდ ფულს იხდიან ეტყობა,
ყოველ შემთხვევაში, აქეთ ხაბურზანია, იქით რეზონანსი და ბოლოს ბპნ/მაც დადო
და მედიამ გააშუქა
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგები ნოლიაო
http://www.bpn.ge/finansebi/15864-evrokavs...html?lang=ka-GEრა ხდება სინამდვილეში?
ზუსტად საპირისპირო:
აქ მთელი სტატია ოფიციალური სტატისტიკით
http://www.eurocommunicator.ge/geo/view_myth/133აქ კი მცირე ამონარიდი:
2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა ანუ საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 31%. იმავე პერიოდში რუსეთის წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში მხოლოდ 7.1% იყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაორმაგდა და მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში 413 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 98 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 50%-ით ნაკლებია.