"მექსიკის სრუტის ამერიკულ სანაპიროზე განლაგებულია ოთხი საიმედოდ დაცული ობიექტი, სადაც მიწის ქვეშ 700 მილიონ ბარელამდე ნავთობია დაცული. ქვამარილის ქანებში ამოჭრილ 60–მდე ღრმულში ჩასხმული საწვავი აშშ–ს ნავთობის სტრატეგიულ რეზერვს ( Strategic Petroleum Reserve – SPR )შეადგენს.
ეს ობიექტები 40 წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ რეზერვს მსოფლიოში გაფანტული სხვა საცავებიც შეემატა. მრავალმა ქვეყანამ მილიარდობით დოლარი ჩადო მსგავსი საცავების შექმნისთვის. რას წარმოადგენს ეს რეზერვი და ვის მოუვიდა ნავთობის კვლავ მიწის ქვეშ ჩასხმის აზრი?
პასუხი 1973 წლის ენერგეტიკული კრიზისია. როდესაც აშშ–მა ეგვიპტესა და სირიასთან ომში, ისრაელს მხარდაჭერა აღმოუჩინა, ნავთობის იმპორტიორმა არაბულმა ქვეყნებმა დასავლეთს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტეს. მსოფლიო იმდენად იყო დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე, რომ მასზე ფასები $3–დან $12–მდე ავარდა, ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის გაცემის ნორმები დაწესდა.ზოგიერთ ადგილას საწვავის დეფიციტი გაჩნდა, ხალხს ეშინოდა, რომ ბენზინის მცირე მარაგსაც მოპარავდნენ და ავტომანქანებს იარაღით იცავდნენ. ამიტომ, კრიზისის დაძლევის შემდეგ აშშს–მ ნავთობის საკუთარი სტრატეგიული რეზერვი შექმნა და მიწისქვეშა სივრცეების ნავთობით შევსება დაიწყო. თუ მომავალში ...."
http://premiumi.ge/?p=4410საქართველომაც რომ შექმნას მსგავსი საცავი, იქნებ ასე ძალიან არ ვიქნებით დამოკიდებულები მსოფლიო ეკონომიკის მაჩვენებლებზე და მიმწოდებლებზე ? დიახ, ძვირადღირებულია, მაგრამ თბილისობაზე თუ ხარჯავენ მილიონ ლარს, ამ სტრატეგიულ პროექტზე დახარჯონ, არ ჯობს? რამდენად რეალური პროექტია?
და რომ წერენ, მსოფლიოს სვადასხვა წერტილშია მიმოფანტული, შემთხვევით, საქართველოშიც ხომ არ აქვთ ამერიკელებს ერთერთი საცავი?