ღამის პირველ საათზე მთვრალი მივპლაკუნობ სახლში,ტაქსის ფული კი მიდევს 2 ლარი ჯიბეში მარა,ისეთ ხასიათზე ვარ უბანი რო ფეხით უნდა გაიარო და ყველაფერს დააკვირდე,სად რა დევს,ვინ სად დგას,ვინ რას აფუჭებს,ვინ სადაა შეყუჟული და სად ზასაობს,აი ცოტა გვერდებიც რო გეფხანება რა ,ხოდა ფეხებთან მიჩერებს ტაქსი,მგონია რომ ვინმეს მოაკითხა და კორპუსს ვერ პოულობს,შუშა ჩაუწია და თუ შორს მიდიხარ გაგიყოლებო.მაგრა გამისწორდა რაა მე ვიყო.ნასვამ გონებაში ელვასავით გაირბინა შავმა 90-იანების მოგონებებმა მაგრამ საკუთარ თავს ვძლიე ,მადლობა გადავუხადე და ფეხით გავაგრძელე გზა.
თითზე ჩამოსათვლელები დავრჩით ჯიგარი ქართველები თორე იმ ტაქსისტს ვინ გაუშვებდა სხვა ხელიდან,დააყაჩაღებდა და საკუტარ ტაქსში დაწვავდა,მე კიდევ ჯიგრული მადლობა გადავუხადე და გზა გავაგრძელე,ასეთი თბილისელები გვამრავლოს კაი მადლობის მთქმელები