მოგესალმებით.
ადმინისტრაციული სასამართლო მქონდა პარასკევს 2/10/15 ში. 86 მუხლის 15.
გარკვეული მიზეზების გამო ვაპირებ აპელაციას. როგორც ადგილზე განმიმარტეს 10 დღის ვადაში(როგორც მითხრეს 12 არის ბოლო ვადა) უნდა წარმოვადგინო სააპელაციო განაცხადი იმავე სასამართლოში (ქ.ქარელი).
ეხლა რა ხდება, იურისტმა ვინც ჩემ სათქმელს იურიდულ ენაზე მითარგმნის მთხოვა რომ მიმეტანა, ოქმი რომელიც შედგა დარღვევის ადგილზე და სასამართლოს განჩინება (ან რაც ქვია).
სასამართლოში მითხრეს რომ განჩინება 3 კალენდრული დღის განმავლობაში ჩამბარდებოდა და შემდეგ 7 კალენდრული დღე მექნებოდა გასასაჩივრებლად. აგერ უკვე მეექვსე კალენდრული დღე ამოიწურა და განჩინება არ მომსვლია. ქ.ქარელის სასამართლოს საკონტაქტო ნომერზე საერთოდ ვერ დავუკავშირდი(ეტყოვა ცისანა ნარგიზას ეჭორავებოდა მთელი დღე) და ბოლოს ქ.ხაშურის სასამართლოში დავრეკე და იქ მიპასუხეს რომ განჩინება გზაშია და ხვალ(პარასკევს) ან ორშაბათს მოგივაო შესაბამისად მე ფაქტიურად დრო არ მრჩება სააპელაციო სარჩელის მოსამზადებლად.
ამ ყველაფრის საფუძველზე მოვითხოვე რომ გადაეწიათ მაშინ სააპელაციო თარიღი რო მომესწრო მე მისი მომზადება. ამაზე მიპასუხეს რომ შეუძლებელიაო და თუ ძაან გეჩქარება ჩამოდი და შენით წაიღეო. არადა ორშაბათს ვიყავი ჩასული და არ მომცეს გზაშიაო. სამწუხაროდ ხვალ ისეთი დღე მაქვს რომ ვერაფრით ვერ წავალ თბილისიდან ქარელში და სხვას ნოტარიული უფლების გარეშე არ მივცემთო.
როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში? საერთოდ არ მქონია შეხება და ეხლაც უცოდნირობის გამო მომივიდა სასამართლოსთან და ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. ჯერ ბრალდების მხარემ სასამართლოზე 4 საათი დააგვიანა მერე ესეთი რამე არ გამიგია, სასამართლოს ვეკითხები აპელაცია როგორ გავაკეთო რაზეც მიპასუხა რა აზრი აქვსო?
აქვე ერთი კითხვა. სააპელაციოს დროს ვითხოვ მუხლი 86.15 ის მოხსნას ბრალდებიდან და ჩემი მოთხოვნის კანონიერების დასადასტურებლად მინდა წარმოვადგინო ჩემი თოფი და გილზები (დალაქული გარემოს დაცვის ინსპექციაში ქ.მცხეთა) და ეს როგორ უნდა ვქნა? ადვოკატთან ერთად უნდა მივიდე მცხეთაში ავახსნევინო პლომბი და რისი ჩვენებაც მინდა ვიდეო/ფოთო გადაღების მეშვეობით წარმოვადგინო სააპელაციოში თუ შემიძლია სააპელაციოში მიტანა მოვითხოვო და იქ გავხსნა და ვაჩვენო საჩვენებელი?
და აქვე განჩინებაში ეწერება (სხვას ეგრე ჩაუწერეს) ბიუჯეტის სასარგებლო გადახდა 1000ლ განხორციელდეს 7 კალენდრული დღის ვადაში და თუ აპელაციას ვაკეთებ ეს თარიღი ხო ავტომატურათ პაუზდება სააპელაციო პროცესოს ბოლომდე თუ უნდა გადავიხადო და მოგების შემთხვევაში დამიბრუნებენ?