ბევრს ვერაფერს იტყვის კაცი,
იმდენად საქმიანი ამბავია
ვაკის რაიონის წარმომადგენელთა დელეგაცია ჩეხეთს ეწვია
14:09 08-10-2015
ვაკის რაიონის წარმომადგენელთა დელეგაცია ჩეხეთს ეწვია ვაკის რაიონის წარმომადგენელთა დელეგაცია ჩეხეთის დაძმობილებულ ქალაქს ეწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს , ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები: გიორგი მუსხელიშვილი და გოჩა ბაბუნაშვილი, ვაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზვიად ჭილაიასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
საკრებულოს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წევრები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჩეხეთში ზაზა გოგსაძეს შეხვდნენ, სადაც სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე ახალგაზრდების გაცვლით პროგრამაზე და განათლების სისტემის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ვაკის რაიონის წარმომადგენელთა დელეგაცია ჩეხეთში დაძმობილებული ქალაქის, "პრაღა 6"-ის მუნიციპალიტეტის მერის ონდრეო კოლარის მიწვევით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, როგორც "პრაღა 6"-ის მუნიციპალიტეტის ოლქის მერთან, ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან.
საკრებულოსა და ვაკის გამგეობის წარმომადგენელთა ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში 7 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...tsvia.html?ar=A
ისე ახია ბიუჯეტის ფულიც ასეთ ამბავზე "დაძმობილებულ ქალაქთან"
ბოლობოლო კაი პივა იცისო იქით
This post has been edited by onavara on 9 Oct 2015, 22:44