კიდევ 15 უნდა დაეტყოსო, ამბობენ ბოროტი ხმები ....
ყოველ შემთხვევაში გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი
და .... საქართველოს ასწრებს არა მარტო პაპუა გვინეა და ეთიოპია
არამედ სომხეთიც და ა. შ. მოკლედ ძალიან ბევრი ....
საქართველო კი 127 ადგილზეა
ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 127-ე ადგილზეა
Forbes.ge | საქართველო | ოქტ, 08, 2015
7 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა და საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-ზე დატოვა. აღნიშნული მაჩვენებლით, მიმდინარე წელს საქართველო სავალუტო ფონდის წევრ 188 ქვეყანას შორის 127-ე ადგილს იკავებს. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს უსწრებს აზერბაიჯანი (4.0%), თურქეთი (3.0%) და სომხეთი (2.5%), ჩამორჩება მხოლოდ რუსეთი, სადაც 2015 წელს ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდება.
სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა 2%-ით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა 4%-ით.
2015 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი პაპუა ახალ გვინეაში (12.3%), ეთიოპიაში (8.7%) და თურქმენეთში (8.5%) იქნება. ყველაზე მეტად კი იემენის (-28.1%) და სიერა ლეონეს (-23.9%) ეკონომიკა შემცირდა. 9%-ით შემცირდება უკრაინის ეკონომიკა.
განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ირლანდიას (4.8%) და ისლანდიას აქვთ (4.8%). შემცირებით კი მხოლოდ საბერძნეთის ეკონომიკა შემცირდება 2.3%-ით.
http://forbes.ge/news/890/ekonomikuri-zrdi...-127-e-adgilzea