ნაპსტერ თუ რაიმე წესებს არ ვარღვევ დროებით იყოს ეს თემა,ჩემით დავხურავ
===
როგორც "დილეტანტს" ამ სპორტში,ნუ ვერ ვერკვევი ვაღიარებ,წესები თითქმის ვიცი,ნაკრების თამაშებზე დავდივარ ( ავჭალაშიც კი

),თუ ტელევიზორში დავიჭირე სადმე და დრო მაქვს ტოპ 14 იც მიყურებია და საფრანგეთის ჩემპიოანტი და ა.შ. ( ეს თემასთან რა შუაშია,უბრალოდ ამ დონეზე ვიცი)
დღეს სუფრაზე ვიჯექით და თან რაგბის ვუყურებდით და საუბარს მოყვა
გამოითქვა ასეთი აზრი რო,ზელანდიელებს მალე დაეწევიან იგივე ევროპელებიცო და დროთა განმავლობაში გაუსწრებენ კიდეცო,რისიც ოდნავაც არ მჯერა . გაკეთდა შედარება ნბა-სთან,ნუ იმ მხარემ გავაკეთეთ,ვინც მაგ აზრს არ იზიარებდა,როგორც ამერიკის ნაკრებია უკონკურენტო კალათბურთში და საერთოდ სხვა რაღაცას თამაშობენ,მეორე,მესამე შემადგენლობით გახევენ ნებისმიერ ევროპულ და არაევროპულ ნაკრებს,ასე მგონია ზელანდიაც რაგბიში,იგივე აფრიკამ კი მოიგო მსოფლიო და ხდება აქა იქ წინააღმდეგებობის გაწევები,მაგრამ აი ზელანდიელები რაღაც სხვანაირად თამაშობენ,არ ვარ ამ რაგბის მოყვარულითქო დავწერე ზემოთ,მაგრამ რამდენი ზელანდიას ვუყურე ამ მსოფლიოზე,ეგოისტურად მინდა რო არ დასრულდეს თამაში არასდოს და აი 10 ზე რო დაიწყოს თამაში,დილამდე ვუყურებთქო ასე მგონია,საოცარ სიამოვნებას ვიღებ
ხოდა რისი ახსნა მინდა ახლა თქვენიდან,იგივე ამერიკას თუ ყავს ამ დონის ნაკრები,სიძლიერის ერთი ფაქტორია - ნბა,საოცარი საკალათბურთო ლიგა,რომელიც საერთოდ სხვა განზომილებაა და იქ ხელოვნდება ყველა ამერიკელი და არიან მაგ დონეზე
აი ზელანდიას სარაგბო ჩემპიონატი ვეჭვობ არ ექნება ისეთი მაღალი დონის რო მაგან განაპირობოს ეს კლასი
საერთოდ ეჭვი მქონდა ახლა რო რატომღაც ყველა ეგ მოთამაშე საფრანგეთში ან სადმე იყო ლეგიონერი და რო გადავამოწმე სახტად დავრჩი,ყველა ადგილობრივი ჩემპიოანტის მოთამაშია მგონი
ანუ უფრო მარტივად რო ავხსნა,ანუ ვიკითხო ის რაც მაინტერესებს,რა განაპირობებს ზელანდიელების ასეთ სათამაშო კლასს,წარსული?ისტორია?გენეტიკა? მემგონი საუკუნეა რაც თამაშობენ,მაგრამ ხო სხვა ქვეყნებიც მალევე ჩაებნენ მაგ რბოლაში . რის ხარჯზე წავიდნენ ასე წინ,აი საოცარი ხელოვნებაა,ჯერ აუტიდან რო აგდებენ დერეფანში ჰაერშივე პასის გაცემა,სიგრძეზე ჩათამშება და უამრავი ნიუანსია .
კარგი აკადემიები აქვთ? მწვრთნელები? თეორიულად ასწავლიან თუ რა ხდება
პრიორიტეტია სახელმწიფო დონეზე?
ქვეყნის განვითარებას რო მიაწერო ახლა,ეგ რო რამე ფაქტორი იყოს,გერმანიას რაგბიში მინიმუმ საშუალო ევროპული გუნდი ეყოლებოდა
===
მოკლედ ცოტა არეულად დავწერე,მაგრამ ეგებ თქვენ დამიწეროთ გასაგებად
ფეხბურთში მაგალითად ასეთი დომინანტობა არვიცი მე
გერმანიაც აგებს,ბრაზილიაც,იტალიაც,ინგლისიც,ესპანეთით და ყველა აბსოლუტურად
წაგებაც რო არა ასეთი სხვაობა მაინც არაა,არც საკლუბო დონეზე პრინციპში,აქვს გუნდებს გამონათებები და დომინანტები არიან,მაგრამ რაღაც პერიოდი დაღმასვლაც აქვს და რეგრესი
ამათ რაც ვუყურებ,სტაბილურად ასე არიან სულ
არის პერსპექტივა იმის რომ ვინმემ მყარად წაართვათ ეგ პირველობა უახლოეს წლებში? ვთქვათ 50 წელიწადში