ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას განცხადებთ, დაცვის მხარეს არ ეძლევა საშუალება, სასამართლში მოიყვანოს მომწეები - გამომძიებლები, რომლებიც 2006 წლის 2 მაისს იძიებდნენ კორტების საქმეს და რომლებიც, ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან.
როგორც ფირცხალავამ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, თუ პარასკევამდე ვერ მოხერხდა მათი სასამართლოში მოყვანა, ის რადიკალურ ზომებს მიმართავს.
„ჩვენი მოწმეები გამქრალი არიან. მათ გათიშული აქვთ ტელეფონები. ვერ ხერხდება მათთვის უწყებების ჩაბარება. ისინი უნდა მოვიდნენ აქ. თვალებში ჩაგვხედონ და მისცენ სასამართლოს ჩვენება. მოწმეების მოყვანაში ხელს გვიშლიან. ყველა ჩართულია ამ პროცესში, მინისტრები, მთავარი პროკურორი. მივმართავ სახალხო დამცველს, პარლამენტს, პრეზიდენტს და ჩამოსულ ევროპარლამენტართა დელეგაციას. ვაძლევ დროს პარასკევამდე ხელისუფლებას. პარასკევამდე თუ ეს ადამიანები არ გამოჩნდებიან, მე მივმართავ რადიკალურ ზომებს. თუ რა ზომას მივმართავ, ამას პარასკევს მოგახსენებთ“, - მიმართა ფირცხალავამ მოსამართლეს.
http://www.info9.ge/samarthali/130555-firc...html?lang=ka-GEკიდევ რომ იმუქრება.
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo