1. იმ ნაწილში, რომ ზოგადად ხიზანა ზედმეტია და წასასვლელია - გეთანხმებით.
2. გაშვებულ გოლში ხიზანიშვილის დადანაშაულება ნამეტანი მგონია და უაზრო ბრალდებაა.
3. რაის ძმაკაცები ეგენი არიან?

ცხადაძე 68-იანია, ხიზანა 81-იანი. ერთმანეთთან არასოდეს უთამაშიათ, არც კლუბში და არც ნაკრებში. ცხადაძემ 98-ში დაასრულა სანაკრებო კარიერა, ხიზანიშვილი პირველად ბოსკამპმა ათამაშა ნაკრებში 99-ში. რამდენიმე თვე წვრთნიდა ბაქოში - იქ დაძმაკაცდნენ?

4. კვეკვესკირი რომ მომეწონა ეგრე საქართველოს ნაკრების ახალწვეულებიდან ბოლოს ვინ მომეწონა ვერც ვიხსენებ, მაგრამ მეორე ტაიმში დაღლა დაეტყო - ვერ ყვებოდა გერმანელების ტემპს, პოზიციურ შეცდომებს უშვებდა, ვერ ასწრებდა სხვების დაზღვევას და საყრდენ ზონაში მის გამო სივრცეები იქმნებოდა. ერთი ართმევა არ გაუკეთებია მეორე ტაიმში მგონი (საყრდენ კაცს)...მწვრთნელმა იცოდა რომ გერმანია დაწოლას გაზრდიდა და დაღლილი საყრდენის ნაცვლად შემოუშვა დასვენებული და გამოცდილი მოთამაშე. რა არის ამაში არაადეკვატური?
გოლი ხიზანიშვილის შეცდომის გამო არ გასულა, გავიდა გერმანელთა მასირებული დაწოლის გამო და თუ ვინმეს შეცდომაე შეიძლება საუბარი - ცენტრალური მცვლების გამო - მოედნის ცენტრიდან მიწოდებული პასი წესით არ უნდა დაარტყმევინო მცველმა მოწინააღმდეგეს, ბურთის მიღებაც კი არანორმალურად უნდა უჭირდეს მას ამ დროს.

მანამდე ერთი 10-15 მომენტი ქონდა გერმანიას იმაზე ბევრად სახიფათო, ვიდრე გოლის გატანის მომენტში იყო და რომელიმე ან რამდენიმე რომ გასულიყო ვის დაბრალდებოდა? მაინც ხიზანას და ცხადაძეს? გავუშვით რა...გერმანიაა...რომელიღაცას გაგვიტანდა როგორმე და შევეშვათ სულელური მიზეზების ძებნას.

და ვაბშეტა ჩესნად: წასაგები თამაში იყო. ვითამაშეთ ჩვენი შესაძლებლოების მაქსიმუმზე უკეთ, დავიხარჯეთ 110%-ით, გული დაგვწყდა, თორიულად რაღაცეები შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენი 3-4 მომენტის წილ იმათ ქონდათ 20...არავის ვაკნინებ და ყველაზე კმაყოფილი მე ვარ, მარა ობიექტურები ვიყოთ ყველა.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey