41 პროცენტიო... ბორის დაგერხა
გამოკითხულთა 41% "პანორამა თბილისის" წინააღმდეგია - NDI
11:48 2015-10-12
NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმეტესობა წინააღმდეგია, რომ თბილისში "პანორამა თბილისის" პროექტი განხორციელდეს.
გამოკითხულთა 71%-ს პროექტის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა 29% ამბობს, რომ „პანორამა თბილისის“ შესახებ არაფერი სმენია.
რაც შეეხება პროექტისადმი დამოკიდებულებას, 71%-დან 41% ამბობს, რომ „პანორამა თბილისის“ წინააღმდებია, 32%-ისთვის პროექტი მისაღებია, 26%-ს აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.
NDI-მ გამოკითხვა ამა წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
http://newpost.ge/?l=G&id=88928-NDI,%20%E1...%83%95%E1%83%90ესეც ბონუს კონტენტი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ თბილისი თანამდებობის პირებს არასწორი მიმართულებით მიჰყავთ - NDI
11:50 2015-10-12
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ თბილისი თანამდებობის პირებს სწორი მიმართულებით არ მიჰყავთ.
16% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირებს დედაქალაქი სწორი მიმართულებით მიჰყავს. აღნინულთან დაკავშირებით 16%-ს პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.