http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/50893/კვლევა: გამოკითხულთა 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბათუმში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა
"ბათუმელები"
2014 წლის ივნისის შემდეგ, თქვენს ქალაქში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, გაუარესდა თუ იგივე დარჩა? - ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 45-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ბათუმში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა. 45 პროცენტი მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა, ხოლო 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბათუმში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. ასეთი შედეგი აჩვენა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ წარმოდგენილმა უახლესი კვლევის შედეგებმა.
ორგანიზაციამ გამოკითხვა საქართველოს ათ თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების თანახმად ამ ქალაქებს შორის საცხოვრებელი პირობები ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ოზურგეთში - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 19 პროცენტი. ასევე, გამოკითხულთა 13 პროცენტი ზუგდიდში მიიჩნევს, რომ ცხოვრების პირობები მათ ქალაქში გაუმჯობესდა.
საცხოვრებელი პირობების გაუარესების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა თბილისი - გამოკითხულთა 53 პროცენტი; თელავი და გურჯაანი - გამოკითხულთა 53-53 პროცენტით და ქუთაისი - აქ გამოკითხულთა 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი პირობები გაუარესდა.
კითხვაზე, იძლევა თუ არა თქვენი ქალაქი სათანადო დასაქმების შესაძლებლობას? - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბათუმს - გამოკითხულთა 29 პროცენტმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა.
გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი