#45927675 · 12 Oct 2015, 18:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარეები:
მაია კოპალეიშვილი - ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს წევრად აირჩიეს პრეზიდენტ სააკაშვილის კვოტით. (2005-2007წწ.) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, 2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, სპიკერი მოსამართლე,
ზაზა თავაძე-(2007-2009წწ.), მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, (2009წ.) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ . ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, 2004 წელს დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. (2004- 2007) მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეიყო2008-2010 წლებში.
თამაზ ცაბუტაშვილი - ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში ხელმძღვანელობდა კახეთის პროკურატურას. 2011 წელს ცაბუტაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის კვოტით დანიშნული ჯონი ხეცურიანი შეცვალა, 2004-2011 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურორი. 2003-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს, შსს ორგანოებში კორუფციის, ნარკოდანაშაულის და ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი.
ოთარ სიჭინავა-ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, 2004 წელს დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. (2004- 2007) მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეიყო2008-2010 წლებში.
ლალი ფაფიაშვილი- ლალი ფაფიაშვილი - 2004-2007 პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების სიით და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ადეიშვილის დანიშნული კადრები საკონსტიტუციუ სასამართლოში - თავჯდომარე გიორგი პაპუაშვილი
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს
ვაჟა ჯანყარაშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი დაბადების თარიღი: 12.02.1957 განათლება: 1979 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. სამეცნიერო წოდება: იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი სამუშაო გამოცდილება: 2012 წლის მაისიდან – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
2010 წ. 30 იანვრი - 2012 წ. მაისი - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი.
2009–2010 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2008–2009 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2007–2008 წწ. საქართველოს გენერალურ პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004–2007 წწ. საქართველოს გენერალურ პროკურატურის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
2004 წ. აგვისტო - სექტემბერი - ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი. 2003–2004 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლის სამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის უფროსი;
2000–2003 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი;
1995–2000 წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის, შინაგან საქმეთა ორგანოებში გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე; პროკურატურის ორგანოებში გამოძიების კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი;
1991–1995 წწ. წითელწყაროს რაიონის პროკურორი 1983–1991 წწ. საქართველოს სსრ პროკურატურა: კანცელარიის უფროსის კონსულტანტი, გამომძიებელი, პროკურორის თანაშემწე, საგამოძიებო სასამართლოს პროკურორი, კადრების განყოფილების პროკურორი.
ნიკოლოზ გონგლიაშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი დაბადების თარიღი: 13.09.1966 განათლება: 1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1997 წელს დაამთავრა ქ.თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აჭარა“ ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია. სამეცნიერო წოდება: სამუშაო გამოცდილება: 2012 წლის მაისიდან – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.
2008-2012 წწ. – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე.
2006-2008 წწ. – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური დირექტორი.
2006 წელი – საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. (გ. ქადაგიძის მოადგილე)
2005-2006 წწ. – ქ.თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი.
1996-2004 წწ. – „Teletrade D.J. International Consulting Ltd” - ის მთავარი ფინანსური კონსულტანტი.
1994-1996 წწ. – „Global Index Consultant Services Pte” - ის ფინანსური კონსულტანტი.
1990-1992 წწ. – რუსთავის საწარმოო გაერთიანება „აზოტის“ ტექნოლოგი.
მოკლედ საკონსტუტუციუ სასამართლო დაკომპლექტებულია ადეიშვილის კადრებით
ასევე ეროვნული ბანკიც დაკომპლექტებულია ადეიშვილის კადრებით , ყოფილი პროკურორებით
ქადაგიძეზე ხომ ზედმეტია საერთოდ საუბარი !
საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა
დასკვნები თქვენთვითონ გამოიტანეთ
This post has been edited by kupara on 12 Oct 2015, 18:21
|