წმიდა მამები
ბოლო ჟამის ეკლესიის შესახებმოვა დრო, როცა მონაზვნები უდაბნოებს მიატოვებენ და მდიდარ ქალაქებს მიაშურებენ. იქ ამ გამოქვაბულებისა და ვიწრო სენაკების ნაცვლად მედიდურ შენობებს ააგებენ, რომლებიც სამეფო პალატებსაც არ დაუდებენ ტოლს. სიგლახაკის ნაცვლად სიმდიდრის მოხვეჭის სიყვარული გაიზრდება; სიმდაბლე ამპარტავნებით შეიცვლება; მრავალნი ცოდნით იამაყებენ, მაგრამ ეს ცოდნა შიშველი იქნება, მას არ ექნება თავისი შესაბამისი კეთილი საქმეები; სიყვარული განელდება; თავშეკავების ნაცვლად გემოთმოყვარება გამრავლდება და მონაზონთაგან მრავალი დაიწყებს ზრუნვას მდიდრული საჭმლისთვის ერისკაცების მსგავსად, რომელთაგან მონაზვნებს მხოლოდ შესამოსელიღა განასხვავებს; იმის მიუხედავად, რომ ერში იცხოვრებენ, თავს მაინც განმარტოებულს (ანუ მონაზონს – მარტომყოფს) უწოდებენ. ამასთანავე ისინი თავის განდიდებას დაიწყებენ, იტყვიან: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი (1 კორ. 1,12), თითქოსდა მათი მონაზვნობის ძალა მათი წინაპრების ღირსებაში მდგომარეობდეს; ისე იამაყებენ თავისი მამებით, როგორც იუდეველები – თავისი მამით, აბრაამით. მაგრამ იმ დროში ისეთებიც იქნებიან, რომლებიც ჩვენზე ბევრად უკეთესნი და სრულყოფილნი აღმოჩნდებიან, რადგან ის უფრო ნეტარია, ვისაც შეეძლო დარღვევა და არ დაარღვია, შეეძლო ბოროტების ჩადენა და არ ჩაიდინა, ვიდრე ის, ვინც სიკეთისკენ უამრავი მოშურნის შემხედვარე მიიზიდებოდა; ამიტომაც ნოე, აბრაამი და ლოთი, რომელნიც ბოროტ ადამიანთა შორის ეწეოდნენ მოშურნე ცხოვრებას, სამართლიანად იდიდებიან საღმრთო წერილში.
წმიდა ანტონი დიდი„ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა... ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე... ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ“ (მათ. 24,37-39). ქრისტემ ეს იმის დასამტკიცებლად თქვა, რომ ის მოვა უცებ და მოულოდნელად, როდესაც უმეტესობა განცხრომაში იქნება. იმავეს ამბობს პავლე [მოციქული] შემდეგი სიტყვებით: „რაჟამს თქუან: მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა მომსრველი“ (1თესალ. 5,3), და ამ მოულოდნელობის ასახსნელად თქვა: „ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“. როგორღა ამბობს ქრისტე: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? (მათ. 24,29). თუკი მაშინ იქნება განცხრომა, „მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ“, როგორც პავლემ თქვა, მაშ როგორ ამბობს ქრისტე: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? სიხარულისას რანაირი ჭირი შეიძლება იყოს? აქ იგულისხმება განცხრომა და მშვიდობა, რომლებიც შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ უგუნურ და უგრძნობელ ადამიანებს. ამიტომაც, მოციქულს არ უთქვამს: „როდესაც მშვიდობა იქნება“, არამედ: „რაჟამს თქუან: მშვიდობაჲ და კრძალულებაჲ“, და ამით გამოსახა მათი უგრძნობელობა, იმის მსგავსი, რაც ჰქონდათ ადამიანებს ნოეს დროსაც, როდესაც, მიუხედავად უდიდესი გაჭირვებებისა, ისინი განცხრომაში ატარებდნენ ცხოვრებას, ხოლო მართალნი პირიქით, გაჭირვებასა და მწუხარებაში იყვნენ. აქედან ჩანს, რომ ანტიქრისტეს მოსვლასთან ერთად უსჯულოთა შორის, რომელთაც ცხონების სასოება დაკარგული ექნებათ, გამრავლდება სამარცხვინო სიამოვნებები, მიეცემიან ნაყროვანებას, განცხრომას, ლოთობას და ყველა სხვა სიბილწეს. ამგვარად, ქრისტეს მოაქვს საქმის გარემოებასთან სრულიად შესაბამისი მაგალითი. როგორც მაშინ, ამბობს იგი, როდესაც კიდობანი მზადდებოდა, ხალხს არ სჯეროდა, და მაშინაც კი, როცა უკვე მზად იყო და წინასწარ აუწყებდა მათ უბედურების მოახლოებას, ისინი მშვიდად შეჰყურებდნენ მას და განცხრომაში იყვნენ, თითქოსდა არანაირი გასაჭირი არ მოელოდათ; ასევე ახლაც: გამოჩნდება ანტიქრისტე, რომლის შემდეგ დადგება აღსასრული, აღსასრულს მოჰყვება სასჯელი და გამოუთქმელი ტანჯვა; ხოლო ადამიანები, გარყვნილებით მთვრალნი, ვერანაირ საშიშროებას ვერ იგრძნობენ ამ მომავალ გაჭირვებათა წინაშეც. ამიტომაც „ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ“, მოციქულის სიტყვისამებრ, მათზეც მოიწევა ეს საშინელი და გარდაუვალი უბედურებები. რატომ არ ახსენა ქრისტემ ის უბედურება, რაც სოდომელებს დაატყდათ თავს? მას სურდა მაგალითად წარმოედგინა საყოველთაო ამბავი, რომლისაც ასევე არ სჯეროდათ, როცა ნაწინასწარმეტყველები იყო. ვინაიდან ბევრს არ სჯეროდა მომავალში მოსახდენისა, უფალი უმტკიცებს მათ წარსულში აღსრულებულით და ამით აძრწუნებს მათ გულებს.
წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტებიდანწყარო:
http://martlmadidebloba.ge/mrtsamsi8.html
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig
☩ Дорога возникает под шагами идущего ☩
Anything is possible
--------
Dallas Mavericks
FC Liverpool
--------