ართველი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ხალვაში ოპონენტებსაც პასუხობს და კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, რომ იგი „თავისუფალ სიტყვას ებრძვის“.
ბიზნესმენის განცხადებით, თავისუფალ სიტყვას თავად კი არა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი დირექტორი ნიკა გვარამია ებრძვის. მისივე თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერი დღეს ტყუილით არის გაჯერებული.
„სიტყვის თავისუფლებას რატომ უნდა ვებრძოდე, სარგებელი რა მექნება აქედან? სიტყვის თავისუფლებას ნიკა გვარამია ებრძოდა და ებრძვის, დღემდე ებრძვიან სიმართლეს და ტყუილებით არის ეთერი, თუნდაც ჩემთან დაკავშირებით“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში „კვირასთან“ საუბრისას.
გერმანიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენი საპარლამენტო უმცირესობის წევრს დავით დარჩიაშვილსაც პასუხობს, რომელმაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სამართალწარმოება ხელისუფლების ინტერესებს დაუკავშირა. ქიბარ ხალვაში დარჩიაშვილს, წინა მოწვევის სადეპუტატო მანდატს და წარსულს ახსენებს.
„დავით დარჩიაშვილმა იმას უპასუხოს, მე რომ წამართვეს ტელევიზია, როცა ჩემზე ხდებოდა ზეწოლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, ქვეყნიდან რომ გამაძევეს და გერმანიამ პოლიტიკურ პატიმრად მაღიარა, ქონება რომ ჩამოგვართვეს, დარჩენილი გადაწვეს, მაშინ სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრი იყო. მაგის ნათქვამს რა ფასი აქვს?“ – ამბობს ქიბარ ხალვაში.
http://kvira.ge/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A...83%90%E1%83%A8/
მიმაგრებული სურათი
Why Is The Paradise We Live In So Much Like Hell...