გამარჯობათ.
დავწერ სიტუაციას და დავალებას. იქნებ როგორმე დამეხმაროთ გამოსავლის პოვნაში.
არის 2 ფილიალი (ანუ სხვადასხვა გარე IP) დაახლოებით 10 თანამშრომელია ჯამში და უნდათ რომ ქონდეთ ჩვეულებრივი File Shearing..
ძირითადად Exel_ის ფაილები იქნება ჩაყრილი და ვიღაცეებს უნდა ქონდეთ Edit_ის ფუნქცია და ვიღაცეებს მხოლოდ View ფუნქცია.
არის 1 სერვერი, რომელსაც ნუ თავისი დანიშნულება აქვს. აყენია Windows Server 2008 R2.. 8 მომხმარებელი არის Windows_ზე 2 MAC_ზე...
რას ფიქრობთ? მე ყველაზე მარტივ გადაწყვეტილებად Hamachi მივიღე.
მიყენია Hamachi და ლიცენზიის არქონის გამო, როდესაც ამ სერვერიდან გამოვდივარ (remote Desktop_ს ვგულისხმობ) Hamachi Offline ზე გადის..
შესაბამისად ვიპოვე ინტერნეტში სკრიპტი, რომელიც Bat ფაილში გადავიყვანე და როდესაც შესული ვარ Remote_თი, ბოლოს X ის ნაცვლად, ამ Bat ფაილს ვაწვები და მაგდებს სერვერიდან, ოღონდ სესიას ჩართულს ტოვებს.. შესაბამისად Hamachi_ც ჩართული რჩება.
თუ საჭირო გახდება Hamachi_ს ყიდვა, შევიძენთ. უბრალოდ არ მინდა რომ წინასწარ ვაყიდინო და მერე არ გამომადგეს..
ერთადერთი პრობლემა Hamachi_შ შემთხვევაში რჩება ის რომ თუ ადამიანი არ იქნება თავის კომპიუტერთან, ფაილებთან წვდომა ვერ ექნება. და ამ ფაქტს შეეგუვნენ უკვე..
მოკლედ ველი თქვენს გამოხმაურებას