"ის ნამდვილად ბრუნავს" - ეშტონ კატჩერი ბათუმის "ალი და ნინოს" მონუმენტით დაინტერესდა
13:11 2015-10-12
“ქალისა და მამაკაცის მოძრავი ფიგურა ყოველდღე ერწყმის ერთმანეთს და შესანიშნავად გამოხატავს, თუ რა არის სიყვარული“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უცხოური გამოცემა Aplus-ი. ბათუმში მდებარე ალი და ნინოს მონუმენტის შესახებ.
კაცობრიობის ისტორიაში ბევრი სასიყვარულო ისტორია არსებობს - ადამი და ევადან, რომეო და ჯულიეტამდე, ჯონ ლენონი და იოკო ონომდე, შენი მეზობლიდან იმ ბიჭამდე, რომელსაც თინდერის საშუალებით რამდენიმე თვის განმავლიბაში ხვდებოდა.
მაგრამ ეს ისეთი სიყვარულის ისტორია, რომელიც აქამდე ალბათ არ გსმენიათ : ალი და ნინო.
აზერბაიჯანელი ავტორის , ყურბან საიდის მიერ დაწერილი სიყვარულის ისტორია მოგვითხრობს მუსლიმი ბიჭის ალისა და ქრისტიანი პრიცესას, ნინოს რომანტიკული ერთიერთობის შესახებ. განსხვავებული კულტურისა და რელიგიის ადამიანების სიყვარულს ბევრი დაბრკოლებებს ხვდება.
წიგნი პირველად 1937 წელს გამოიცა, ითარგმნა 37 ენაზე, გადაიღეს ფილმი, თუმცა ვერაფერი გამოხატავს ამ ისტორიის სიდიადეს ისე, როგორც ეს ძეგლი ბათუმში, საქართველოში “ - ნათქვამია სტატიაში.
როგორ ჩანს, ალი და ნინოს მონუმენტით ჰოლივუდი ვარსკვლავი, ეშტონ კატჩერიც დაინტერესდა. მან სტატია „ფეისბუკის“ გვერდზე გააზიარა წარწერით „ ის ნამდვილად ბრუნავს."
http://newposts.ge/?l=G&id=88949-%E1%83%94