kardinali
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6802
წევრი No.: 105777
რეგისტრ.: 24-November 09
|
#45940078 · 14 Oct 2015, 00:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირანელი ბიზნესმენი პრემიერის ყოფილი მრჩეველის ძმებს "კაპიტალ ბანკის" 70%-იანი წილის წართმევაში ადანაშაულებს 18:58 13-10-2015 ირანელი ბიზნესმენი პრემიერის ყოფილი მრჩეველის ძმებს "კაპიტალ ბანკის" 70%-იანი წილის წართმევაში ადანაშაულებს ირანელი ბიზნესმენი, ფურია ნაიები პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის, რომან ჩხენკელის ძმებს აკაკი და ლაშა ჩხენკელებს, ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტს ოთარ ნადარაიას, კახა ბაინდურაშვილს და მინდია ჯანელიძეს "კაპიტალ ბანკის" (ყოფილი "ინვესტ ბანკის") 70%-იანი წილის წართმევაში ადანაშაულებს. როგორც ნაიების ადვოკატმა ლოლა კურკუმულმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული წილი შეადგენდა მილიონ 198 400 აქციას. მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა ზეწოლის შედეგად ეს წილები გადაუფორმეს მათთან დაახლოებულ ერთ-ერთ იურიდიულ ფირმას, ხოლო მას შემდეგ, რაც საფრთხე იგრძნეს გამოძიების, წილები სრულიად დარღვევით და უკანონოდ გადააფორმეს ასევე მათთან დაახლოებულ მესამე პირზე, ახლა კი ცდილობენ უკვე მეოთხე პირის ჩართვას და ამ წილების მასზე გადაფორმებას. "ეს წილები იურიდიულ კომპანიაზე "დიმიტრი ალექსიძე და ვლადიმერ გაბრიელაშვილი" გადაფორმდა იმ პირობით, რომ ბატონი ნაიების თანხმობის გარეშე ეს წილები არ გასხვისდებოდა, ანუ დაიდო წილის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, არანაირი კანონის ფარგლებში არ ყოფილა ამ წილების მესამე პირზე გადაცემა. ეს მესამე პირი არის ალექსანდრე კურტანიძე", - განაცხადა კურკუმულმა. მისივე თქმით, ირანის მოქალაქეს საქართველოში 50-მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. "საქართველოში გრძელდება უცხოელი ბიზნესმენების მიმართ სახელისუფლებო ტერორი. სახელისუფლებო ბიზნესჯგუფმა, რომელშიც გაერთიანებული არიან აღნიშნული პირები, თაღლითური გზით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელის გამოყენებით, წაართვეს ფურია ნაიებს წილები, ეს მოახდინეს თაღლითურად, ამ კონკრეტულ ბიზნესჯგუფთან დაკავშირებულ პირზე ალექსანდრე კურტანიძეზე გადაფორმებით რეალური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გარეშე", - განაცხადა კურკუმულმა. მისივე თქმით, კურტანიძე აცხადებს, რომ ბანკი შეიძინა იურიდიული ფირმისგან "დიმიტრი ალექსიძე და ვლადიმერ გაბრიელაშვილი", რაც ასევე სიცრუეა, რადგან არსებობდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ერთ-ერთის არშესრულების პირობებში იწვევდა ორივეს ბათილობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. კურკუმული განმარტავს, რომ იმ პუნქტის დარღვევით, რომელიც ითვალისწინებდა ქონების თანხმობის გარეშე გაყიდვის აკრძალვას, ეს ქონება მთლიანად უნდა დაბრუნებოდა ფურია ნაიებს და იმ კომპანიას, რომელსაც ის წარმოადგენს. "აღნიშნული პირები ჯერ ცდილობდნენ, რომ მთლიანად წაერთმიათ ქონება, ვინაიდან ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ დაიდო ასეთი ხელშეკრულება. ასევე, უცხოელი ინვესტორი აცხადებს, რომ ბანკის წართმევამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესმენი დაიბარეს აღნიშნული იურიდიული კომპანიის ოფისში, სადაც მას დახვდა აკაკი ჩხენკელი, ამ შეხვედრაზე ჩხენკელი შეეცადა დაერწმუნებინა ბიზნესმენი, რაზეც ინვესტორმა უარი უთხრა, ხოლო ჩხენკელი საქმის საგამოძიებო ორგანოებთან გაგრძელებით დაემუქრა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის ოთარ ნადარაიას მხრიდან შესაძლო დანაშაულს და ზეწოლას, ასე გამოიხატება: რა თქმა უნდა, იურიდიულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობები მათი მხრიდან არ შესრულებულა, თუმცა ის ხელშეკრულება, რომელიც იყო დადებული, გაუქმდა უკანონოდ ეროვნული ბანკის მხრიდან ზეწოლის შედეგად და როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქმეში ჩართული იყო ოთარ ნადარაია, რომელიც ეროვნული ბანკის ხაზით უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკის თაღლითურად გადაყიდვის სქემას", - განაცხადა კურკუმულმა. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა უცხოელი ბიზნესმენის მოდულის შენობაში დაბარებას, სადაც მას დახვდა მინდია ჯანელიძე, რომელმაც განუცხადა, რომ მას ბანკი უნდა დაეთმო, რადგან ამას ითხოვდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. პარალელურად, უცხოელი დაიბარეს ბიზნესპალატის ყოფილ შენობაში, სადაც მას დახვდა კახა ბაინდურაშვილი და ლაშა ჩხენკელი, რომლებმაც მას მოსთხოვეს წილების გადაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაპატიმრებით დაემუქრნენ. "მას შემდეგ რაც, ფურია ნაიებიმ გადაწყვიტა პროკურატურაში განცხადების შეტანა, ბიზნესჯგუფმა სასწრაფოდ ბანკის გასხვისება გადაწყვიტა ვითომ კეთილსინდისიერ მყიდველზე, რადგან ბიზნესმენმა ვერ დაიბრუნოს თავისი ქონება", - განაცხადა კურკუმულმა. მისივე თქმით, პირი, რომელზეც ახლა აპირებენ ქონების გასხვისებას, არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, გაკორტებულია და არასანთო ბიზნესპარტნიორია. რაც შეეხება ალექსანდრე კურტანიძეს, ის იმ პერიოდისთვის ცხოვრობდა აშშ-ში. როგორც ადვოკატი განმარტავს, აშშ-ს საელჩოს სახელით, იმის გამო მანიპულირებდნენ, რომ აშშ-ს ირანელი ბიზნესმენების მიმართ დაწესებული ჰქონდა სანქციები, ამ სანქციებს შორის იყო აღნიშნული ბიზნესმენი და საელჩო მოითხოვდა, რომ ამ ბანკის მფლობელი ირანის მოქალაქე არ ყოფილიყო. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ორი დღის წინ ბიზნესმენს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ და ამჟამად საავადმყოფოში წევს. "თავდასხმა მოხდა რუმინეთში, თუმცა როგორც ფურია ნაიები აცხადებს, საქართველოდან რუმინეთში გამგზავრების დროს მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აედევნა ორი პიროვნება, რომლებიც რუმინეთის ტერიტორიაზეც უთვალთვალებდნენ, მომხდარს ინვესტორი საქართველოში სახელისუფლებო ბიზნესჯგუფთან დაპირისპირებას უკავშირებს", - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, ბიზნესმენი თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა და თავად ისაუბრებს ყველა დეტალის შესახებ. მისივე თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ბრალდებული არავინაა. ხოლო თავად ნაიების გარდა ვინ არის დაკითხული, მისთვის უცნობია.
|