2008 წელს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი.
ფატუ ბენსუდამ წინადადებით უკვე მიმართა მოსამართლეებს, ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონფლიქტის დროს გამოიკვეთა სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნა. პროკურორის განმარტებით, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში 75%-ით შემცირდა. 18 500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა, 5000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი კი განადგურდა.
იმ შემთხვევვაში თუ საერთაშორისო სასამართლოს დელეგატები დათანხმდებიან პროკურორის ინიციატივას, გამოძიების პროცესი საქართველოში დაიწყება, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული, დამნაშავე პირები სასამართლოში დაიბარონ ან მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართული და ოსური შეიარაღებული თავდასხმები.
არსებობს ცნობები, რომ ქართველი მშვიდობისმყოფელები სამხრეთ ოსეთის მხრიდან ძლიერი დაბომბვების ქვეშ მოყვნენ, რამაც 2 ქართველი მშვიდობისმყოფელის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 5 დაიჭრა.
სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძარცვისა და სამოქალაქო საკუთრების ხელყოფის ფაქტები საკმაოდ ფართო მასშტაბებით განხორციელდა და მიმართული იყო ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან განდევნისკენ.
პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით, მოსახლეობის იძულებითი გადაადგილების შედეგად, 51-დან 113-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა.
აღნიშნული კამპანიის ერთერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ 18 500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი განადგურდა.
გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე გავაკეთე და ამის შესახებ ვაცნობე მსხვერპლთა ოჯახებს, ასევე მათ სამართლებრივ წარმომადგენლებს“,-განაცხადა პროკურორმა.
წყარო:
http://news.ge/ge/news/story/155630-haagis...dziebas-itkhovsრაო მოეკითხებათ ზოგ-ზოგიერთებს ცოდვებისთვის?